top of page
Шероховатый бумаги
logo_tsevroba.jpg

ვინ ვართ ჩვენ

გვაქვს პატივი, გამოგიცხადოთ „კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის“ გახსნა, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოში, თბილისში 2012 წლის 21 ივნისს და გვაქვს წარმომადგენლობა სომხეთში, ერევანში,  აზერბაიჯანში და ბაქოში. ინსტიტუტი გთავაზობთ საერთაშორისო პროფესიული ტრენინგსტანდარტების შესაბამის განათლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას წამყვან ფსიქოთერაპიულ მოდალობებში. 

 ჩვენ ვართ პირველები სამხრეთ კავკასიის რეგიონში
პროფესიული ინოვაციური რეგიონთაშორისო საგანმანათლებლო დიპლომისშემდგომი განათლების სასწავლო ინსტიტუტი.

იმავე, 2012 წელს ჩვენი ინსტიტუტი გახდა ევროპის გეშტალტთერაპევთა ასოციაციის (EAGT) ასოცირებული წევრი.


დღეს ჩვენი ათობით კურსდამთავრებული არის EAGT-ის მიერ აკრედიტებული გეშტალთერაპევტი და სუპერვიზორი
 

გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში, კავკასიაში და მთელ მსოფლიოშო ისეთ წამყვან ფსიქოთერაპიულ მოდალობებს როგორიცაა გეშტალტთერაპიაა და ოჯახური ფსიქოთერაპი და შექმნას კავკასიის რეგიონის მასშტაბით ძლიერი ინსტიტუცია. 

შეგახსენებთ, რომ ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძემდებელი დიმიტრი უზნაძეა, რომელიც გახლავთ „განწყობის თეორია“-ს ავტორი. მანვე დააფუძნა პოსტ საბჭოურ სივრცეში პირველი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1943 წელს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში და კავკასიის რეგიონში ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია მუდმივად ვითარდება, ინსტიტუტის გახსნის მომენტისთვის არსებული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა აღიარებულ პროფესიულ საერთაშორისო სტანდარტებს. დღეს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, თუმცა კვლავ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი პროფესიული სასწავლო ტრენინგსტანდარტების და პროფესიული კვალიფიკაციის, კომპეტენციების თვალსაზრისით.
 
სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება შექმნილიყო ახალი ინსტიტუტი, რომელიც ხელს შეუწყობდა რეგიონში ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიის ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან შესაბამისობის პრაქტიკაში დანერგვას, დაეხმარებოდა პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს მიეღოთ განათლება ფსიქოთერაპიაში, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა შემდგომ განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარები და გახდნენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული პროფესიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია, ამერიკის ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია, ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაცია (EAGT) და სხვა. 
 

აერთაშორისო EAGT -ს ტრეინინსტანდარტების შესაბამისი ხუთ წლიანი სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპიაში

შემუშავებულია ინსტიტუტის მიერ ევროპის გეშტალტ-თერაპევტთა ასოციაციასთან (EAGT) თანამშრომლობით და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

საერთაშორისო EFTA-ს ტრენინგსტანდარტების შესაბამისი ოთხ წლიანი სასწავლო პროგრამა ოჯახურ ფსიქოთერაპიაში, რომელიც შემუშავებულია ინსტიტუტის მიერ ევროპის და ამერიკის შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან  თანამშრომლობით და შეესაბამება EFTA-ს ტრეინინგ სტანდარტებს.

ЭСТЕР НЕУМАНОВА

Кто мы
7.png

ჩვენი ინსტიტუტის სასწავლო პროგრამები:

გეშტალტ თერაპიის

საერთაშორისო EAGT -ს ტრეინინსტანდარტების შესაბამისი ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა 

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების შემდეგ ეძლევათ მუშაობის უფლება, როგორც გეშტალტთერაპევტად/კონსულტანტებად და ასევე, სურვილის შემთხვევაში იღებენ საქართველოს ეროვნული გეშტალთერაპევტთა ასოციაციის, EAGT-ს და სხვადასხვა ორგანიზაციების აკრედიტაციას.

ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო EFTA -ს ტრეინინსტანდარტების შესაბამისი ოთხწლიანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამა

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულების შემდეგ ეძლევათ მუშაობის უფლება, როგორც ოჯახურ ფსიქოთერაპევტებს და ასევე, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გაწევრიანდნენ ადგილობრივ პროფესიულ ორგანიზაციებში.

კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სპეციალიზაციის პროგრამები

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გაიღრმაოთ თქვენი პროფესიული ცოდნა და დახვეწოთ უნარები, მიიღოთ სპეციალიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ოჯახებთან, წყვილებთან,  ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა, კვებითი დარღვევები, სექსოლოგია, ფსიქოპათოლოგია, ქოუჩინგი და სხვა.,

ლექციები და ვებინარები

შემოუერთდით ჩვენს ონლაინ ღონისძიებებს, რომლებსაც უძღვებიან მსოფლიო დონის პროფესიონალი ფსიქოთერაპევტები!

ჩვენ რეგულარულად გვაქვს როგორც უფასო, ასევე ფასიანი ჩართვები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.  

ფსიქოთერაპია და სუპერვიზია

შეუერთდით ფსიქოთერაპიის სასწავლო პროგრამას, მიიღეთ განათლება მსოფლიოს წამყვანი ტრენერებისგან და გაიუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხის და აიმაღლეთ პროფესიული კვალიფიკაცია და კომპეტენციები.

Наши программы

სერთიფიკატები

გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის პროგრამა
 
პროგრამის დასრულების და სასწავლო ტრენინგის სტანდარტების ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ გაიცემა გეშტალტთერაპიის საერთაშორისო დიპლომი და სურვილის შემთხვევაში EAGT-სა და EPA-ს აკრედიტაცია

სპეციალიზაციები და კურსები სხვადასხვა მიმართულებით
 
ყველა მოდულის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც შეესაბამება EAGT-ს და EPA-ს სტანდარტებს.

Наши сертификаты
Наши тренеры

ᲔᲗᲘᲙᲘᲡ კოდექსი

ა)  ეთიკის კოდექსი

•თანასწორობა ადამიანებს შორის;

•პიროვნების ღირებულებების, ღირსებისა და განსხვავებულობის პატივისცემა;

•განსხვავებული რასის, წარმომავლობის, ეთნიკურობის, გენდერის, სექსუალური იდენტობისა, შეზღუდული უნარების, ასაკის, რელიგიის, ენისა სოციალური და ეკონომიური სტატუსის სხვადასხვაობის აღიარება;

•პირადი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის აღიარება ნებისმიერი ურთიერთობის რეგულირება  პირადი შეხედულებისამებრ.

 

ბ) პროფესიული პრაქტიკის კოდექსი გეშტალტ თერაპიაში

ბ.1 კომპეტენციები

ბ.1.1 გეშტალტთერაპევტმა უნდა აიღოს მხოლოდ ის შემთხვევა, რომელიც  მისი კომპეტენციების ფარგლებშია და რომლის საბოლოო ეფექტი სასარგებლო იქნება კლიენტისთვის.

ბ.1.2. მუშაობის პროცესის დროს, გეშტალტთერაპევტი, როდესაც აღმოაჩენს საკუთარი კომპეტენციების ლიმიტს, ან უნდა გადაამისამართოს კლიენტი სხვა სპეციალისტთან ან უნდა დაამყაროს თანამშრომლობა სხვა პროფესიონალთან/პროფესიონალებთან.

ბ.1.3 ამ პროცესის დროს , პირველი ნაბიჯია კლიენტთან თავდაპირველი კონტრაქტის გადახედვა. შემდეგ იმ აუცილებელი ნაბიჯების გაკეთება რაც საჭიროა კომპეტენციების გასაუმჯობესებლად.  ასეთი ქმედებებია:

ბ.1.3.1 თერაპევტმა საგულდაგულოდ უნდა გადახედოს თუ რამდენად ჯდება მის კომპეტენციებში ის  თერაპიული სამუშაო, რაც ესაჭიროება კლიენტს.  თუ თერაპევტი განსაზღვრავს , რომ კონტექსტური სფერო, მისი სტრუქტურა , საზღვრები და მიზნები, რომელიც დომინირებს ამ სფეროში, რაღაც გზით ეწინააღმდეგება ან ზღუდავს მის კომპეტენციებს აუცილებელია, რომ თავი შეიკავოს რაიმე სახის მუშაობისგან ამ სფეროში.

ბ.1.3.2 არსებულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით,  გეშტალტთერაპევტი ეძიებს  გამოცდილ კოლეგების მხარდაჭერას.

ბ.1.3.3 გეშტალტთერაპევტი ეძიებს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ სუპერვიზიას, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის სუპერვიზია ერგება უკეთ მის სიტუაციას.

ბ.1.3.4 გეშტალტთერაპევტი ქმნის ერთგვარ ქსელს სხვა პროფესიის წევრებთან და ინსტიტუტებთან (როგორიც არის კლინიკები) იმისთვის, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიყენოს შესაბამისი დიაგნოსტიკური და თერაპიული მიდგომები,კლიენტის დასახმარებლად.

ბ.1.4 გეშტალტთერაპევტი ზოგადად, იცავს საკუთარ სამუშაოს და პროფესიას ნებისმიერი ისეთი არაკვალიფიციური ქმედებისგან, პროექტისგან და პროცედურისგან (ლექცია, ინტერვიუ, ბეჭვდით მედიაში, სემინარები) რომელიც არ პასუხობს პროფესიულ სტანდარტებს.

ბ.1.5. გეშტალტთერაპევტი მიმართავს ინდივიდუალურ თერაპიას, საკუთარ თერაპიულ სამუშაო პროცესში მღელვარების, არეულობის დროს, როგორიც არის პერსონალური კრიზისი,  გადაწვის სიმპტომები/ ან ისეთი შემთხევევა როდესაც წამოიჭრება ინტიმურობის და ცდუნების საზღვრების დაცვის სირთულე.

ბ.1.6 თერაპიულ პროცესში მეთოდოლოგიური და ტექნიკური მიდგომები უნდა ემსახურებოდეს კლინეტის თერაპიულ მიზნებს და განვითარების საჭიროებებს, შეთანხმებულს კონტრაქტის მიხედვით.  გეშტალტთერაპევტმა უნდა იცოდეს რომ მოვალეობიდან ნებისმიერი გადახვევა, განსაკუთრებით ექსპრესიული და კატარული გამოვლინებები, საჭიროებს დედრამატიზაციას დეტალური და ფრთხილი მუშაობით.

ბ.1.7. გეშტალტთერაპეტი მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობს, პროფესიული ცოდნის და პერსონალური კომპეტენცების. გაუმჯობესებისთვის. გეშტალტთერაპევტი ღიაა ყველა იმ სიახლის მიმართ, რაც ამ პროცესზე ახდენს გავლენას, როგორც გეშტალტ ფსიქოთერაპიაში ასევე ფსიქოთერაპიული მეცნიერების და პრაქტიკის სხვა სფეროში, მიზანი კი  რათქმა უნდა არის კლიენტის სარგებელი.

ბ.1.8 გეშტალტთერაპევტი ინახავს კლიენტთან მუშაობის ყველა, დიაგნოსტიკურ და თერაპიულ დოკუმენტაციას, იმ პერიოდამდე, როგორც ეს დადგენილია ეროვნული წესდებით და უსაფრთხოების ზომებით.

იხილეთ ეთიკის კოდექსი სრულად
Этический кодекс
4.png

ძირითადი და მოწვეული ტრენერები

183740947_1152461825220499_1635965270467

ბერტრამ მიულერი

 

(გერმანია)

ester-neumanova.png

ესტერ ნეუმანოვა

(ჩეხეთი)​

unnamed-3.jpg

მარგჰერიტა სპანუოლო ლობბი

(იტალია)

120531793_3292227237479297_3520141638253

ოლენა ზოზულია​

(უკრაინა)

marian.jpg

მარიან კრასტა

(ჩეხეთი)

russel huber-qpr.jpg

რასსელ ჰაბერი

(აშშ)

steven young-qpr.jpg

სტივენ იანგი

(აშშ)

frans meulmesteri-qpr-qpr.jpg

ფრანს მეულმეესტერი

(ჰოლანდია)

grit kasire-qpr-qpr.jpg

გრიიტ კასირე

(ბელგია)

ernst krifi-qpr.png

ერნსტ კნიჯჯფფი

(ჰოლანდია, ბელგია)

b0ac3c1047b1e37ea16d18ff8c4ade09.png

იან რუბალი

(ჩეხეთი)

72859419_2548032111928965_24442167923824

თიკა ფანცულაია

(საქართველო)

piter-filippson.jpg

პიტერ ფილიფსონი

(დიდი ბრიტანეთი)
 

72620590_2548024368596406_41954289335392

ფაბიოლა მაჯო

(იტალია)

drssa-bronzini.jpg

მონიკა BRONZINI​

(იტალია)

 

72423557_2548024318596411_58397946192225

ბარბარა კრესჩიმანნო

 

(იტალია)

153336271_3801383123260518_1259943764621

  პეპპე კანელა

 

(იტალია)

72591336_2548023381929838_46096454794650

პიეტრო ანდრეა ცავალერი

(იტალია)

72737365_2548024145263095_25716546181529
72587955_2548023971929779_59835954586420

როზანა ბიასს

 

(იტალია)

ალესია რეპოსსი

 

(იტალია)

72268861_2548023821929794_39621559667696

როზანნა მილიტელლო

(იტალია)

 

73322553_2548023861929790_44576692986466

მაქსიმ მიშჩენკო

(რუსეთი)

72247439_2548023715263138_41458977342991

ჯანკარლო პინტუსი

 

(იტალია)

72715392_2548023648596478_47000922594486

პაოლა ვიანელლო

 

(იტალია)

72303934_2548023565263153_72157880665296

მიკაელ კოვანო

(იტალია)

73482722_2548023515263158_13271700887421

სილვია ტოსი

(იტალია)

 

10463043_769516273156532_1570770033767008753_n.jpg

ადამ კინსელი

 

(ბრიტანეთი)

Helena Kallner.jpeg

ჰელენა კალნერი

 

(შვედეთი)

George Smolin.jpg

ჯორჯ სმოლინი

 

 

(უკრაინა)

 

Friedhelm Matthies.jpeg

ფრიდბჰელმ

მატტიასი

 

(გერმანია)

 

Dali Lashkhidze.jpeg

დალი ლაშხიძე

 

(საქართველო)

 

71288721_2524475190951324_5192701695217369088_n.jpg

ბარბარე ჭკუასელი

 

(საქართველო)

 

Daniel Martinez Ortiz.jpeg

დანიელ მარტინეზ ორტიზი

 

(პუერტო რიკო)

 

Nana Burduli.jpeg

ნანა ბურდული

 

(საქართველო)

 

Kamila Bialy.jpg

კამილა ბიალი

 

(პოლონეთი)

 

Audrey Smith Ellenwood.jpeg

ოდრი სმიტ ელენვუდი

 

(აშშ)

 

Irina Zakharyan.jpeg

ირინა ზახარიანი

 

(გერმანია)

 

Maia Baiadze.jpeg

მაია ბაიაძე

 

(საქართველო)

 

Eka Paverman.png

ეკა პავერმანი

 

(საქართველო)

 

Thomas Todd_edited.jpg

ტომას თოდი

 

(აშშ)

 

Lars Brok.jpg

ლარს ბროკი

 

(ჰოლანდია)

 

John Gillespie.jpeg

ჯონ გილესპი

 

(ბრიტანეთი)

 

Salvatore Creco.jpeg

სალვატორე გრეკო

 

(იტალია)

 

Joel S. Bergman.jpeg

ჯოელ ბერგმანი

 

(აშშ)

 

Jlenia Baldacchino.jpeg

ილენია ბალდაკკინო

 

(იტალია)

 

Steve+Simms.jpeg

სტივ სიმმსი

 

(აშშ)

 

Nina Kolanovic.jpg

ნინა კოლანოვიჩი

(ხორვატია)

Lawrence R. Allman.jpeg

ლორენს ოლმენი

 

(აშშ)

 

Phoebe Prosky.jpeg

ფიბი პროსკი

 

(აშშ)  

Jolanta Mierzwa.jpg

იოლანდა მიერზვა

 

(პოლონეთი)

 

Mziko Dalakishvili.jpeg

მზიკო დალაქიშვილი

 

(საქართველო)

 

ინსტიტუტის ადმინისტრაცია

48365772_10218723280572901_5034694693120

სოფია ვერულაშვილი

კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი; ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტაციის კლინიკის ხელმძღვანელი; საქართველოს გეშტალტ თერაპიის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი;

ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი და სუპერვიზორი; წმინდა ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

72356431_2548032261928950_40724902749898

ბარბარე ჭკუასელი

 

კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი,  კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი,

ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტთერაპევტი (EAGT)

Irina Isakadze.jpeg

ირინე ისაკაძე

 

ხაზინადარი

bottom of page