ვისთვის არის ეს პროგრამა?

მათთვის, ვინც გეგმავს შეცვალოს პროფესია და გახდეს ფსიქოთერაპევტი
ტრენინგის მსვლელობისას თქვენ ასევე შეძლებთ კერძო პრაქტიკის დაწყებას და თანხის გამომუშავებას

პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, მათ, ვისაც სურს გააფართოვოს პრაქტიკა და უნარები
მიიღეთ ახალი პროფესიონალური უნარები თქვენი მუშაობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად

ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი თავის გაგება, პირადი საკითხების მოგვარება და სხვებთან ურთიერთობის გაუმჯობესება
თქვენ ისწავლით ადამიანების და საკუთარი თავის გაგებას, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარებას და ბედნიერ და ჰარმონიულ ცხოვრებას.

პროგრამის შესახებ
ინსტიტუტმა სასწავლო პროგრამა შეიმუშავა
ევროპის გეშტალტ თერაპიის ასოციაციასთან (EAGT) თანამშრომლობით და იგი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს
სწავლება მიმდინარეობს ქართულ-ინგლისურ და ქართულ ენაზე, ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (EAGT-ს) პროფესიული ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი პროგრამის მიხედვით;
სწავლების ფორმა - პროცესზე ორიენტირებული ოფლაინ (90%) და ონლაინ (10%) სწავლება
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გეშტალტ თეორიასა და პრაქტიკას ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და დინამიურად ეუფლებიან.
სასწავლო პროგრამა მკაცრად ითვალისწინებს გეშტალტთერაპევტთა მომზადების ევროპულ სტანდარტებს და სწავლება მკაცრად პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს და 5 წლის განმავლობაში გრძელდება (2026-2030წწ)
ასეთი სისტემატიზებული სწავლების შედეგად სტუდენტს სწავლების 3 წლის შემდეგ ეძლევა რეკომენდაცია ინსტიტუტის ფსიქოთერაპიული და ფსიქოთერაპიულ კლინიკაში, არსებულ ფსიქოთერაპიულ კლინიკებსა და ცენტრებში, შესაბამისი სუპერვიზიით, დაიწყოს კერძო პრაქტიკა როგორც სტუდენტმა პრაქტიკოსმა.
ინსტიტუტის გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამას უკვე ჰქონდა ოთხი გამოშვება, 2017, 2018, 2020 და 2024 წელს
ინსტიტუტის 38-მა კურსადმთავრებულმა საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ოთხმა სომხეთიდან უკვე მიიღეს ევროპული აღიარება გეშტალტთერაპიაში (გახდნენ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტაციის მქონე წევრები) და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრობა.
სხვა დანარჩენი კურსდამთავრებულები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან აკრედიტაციის პროცესში იმყოფებიან
საგანმანათლებლო დოკუმენტი
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს დიპლომის შემდგომი პროფესიული ევროპული განათლების საერთაშორისო აღიარებულ დიპლომს გეშტალტთერაპიაში, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს EAGT-ს აკრედიტაცია, სურვილის შემთხვევაში EPA-ს და სხვა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების აკრედიტაცია.
ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი პროფესიის შესაძენად, თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აწმყოში ტკბობის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
მიიღეთ ხარიხსიანი განათლება და საერთაშორისო აღიარების აკრედიტებული დიპლომი, EAGT - ში და სხვა საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანების პერსპექტივით.
შეიქმენით ევროპაში და მთელ მსოფლიოში დასაქმების პერსპექტივა და საიმედო მომავალი.
შეუერთდით ფსიქოთერაპევტთა მსოფლიო თანასაზოგადოებას!

პროგრამის სტრუქტურა
ინსტიტუტის ორგანიზებით ხდება
-
ჯგუფური სუპერვიზიის 100 საათი;
-
ჯგუფური ფსიქოთერაპიის 200 საათი;
-
·გეშტალტთერაპიის სწავლება-თეორია/მეთოდოლოგიის 600 საათი;
-
ფსიქოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების შესწავლის 60 საათი;
-
პიროვნების თეორიისა და განვითარების ფსიქოლოგიის 46 საათი;
-
კლინიკური ფსიქოლოგიის და ფსიქოსომატიკის შესწავლის 32 საათი;
-
22 საათიანი ტრენინგი სოციალურ ფსიქოლოგიაში;
-
32 საათი ფსიქიატრიასა და პათოფსიქოლოგიაში და ფსიქოპათოლოგიაში;
-
ზოგადი ფსიქოლოგიის 22 საათი;
-
24 საათი განწყობის ფსიქოლოგიაში
-
·აუცილებელ აკადემიურ დისციპლინებში სალექციო 300 საათი;
სტუდენტები, ინსტიტუტის დახმარებით, დამოუკიდებლად ახდენენ
ორგანიზებას
-
400 საათი - პირადი პრაქტიკა;
-
ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის 80 საათი.
-
50 საათი - ინდივიდუალური სუპერვიზორობა.
-
100 დამატებითი საათი (სასწავლო გეგმის გარეთ) - ტრენინგებზე, სემინარებსა და კონფერენციებზე დასწრება
-
ინტერვიზიის ჯგუფში 288 საათი მუშაობა
სტუდენტები
ასევე
-
მონაწილეობას იღებენ ევროპისა და ამერიკის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტების საგანმანათლებლო თერაპიულ პროგრამებში;
-
აწარმოებენ გეშტალთერაპიულ სამეცნიერო კვლევებს კლინიკური პრაქტიკის პროცესში;
-
მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში;
-
იღებენ ფასდაკლებებს საერთაშორისო ტრენინგებზე, სემინარებსა და კონფერენციებზე;
-
მონაწილეობას იღებენ ინსტიტუტის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებში;
-
მუშაობენ ინტერვიზიის ჯგუფებში;
-
ატარებენ ღია ლექციებს ფართო აუდიტორიისთვის
-
სარგებლობენ ჩვენი მდიდარი ბიბლიოთეკით (მათ შორის ელექტრონული);
-
მუშაობენ სამეულებში;
-
სარგებლობენ ხელშეწყობით დასაქმების სფეროში;.
სტუდენტები ასევე სწავლობენ შემდეგ 6-6 კრედიტიან საგნებს:
პიროვნების თეორიები - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92
კლინიკურ ფსიქოლოგია და ფსიქოსომატიკა - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92
ზოგადი ფსიქოლოგია და ფსიქოლოგიის საფუძვლები - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92
სოციალურ ფსიქოლოგია - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92
ფსიქიატრია და პათოფსიქოლოგია - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92;
განვითარების ფსიქოლოგია - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92
ნეოროფიზიოლოგია - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92
ნეიროფსიქოლოგია- სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92
განწყობის ფსიქოლოგია - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92;
ფსიქოდიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები, DSM 5 - სულ: 134 საათი
საკონტაქტო საათები: 42
• ლექციები: 28
• სემინარები: 14
დამოუკიდებელი ნამუშევარი: 92
2026 წლის სწავლის განრიგი
ტრენინგის მოდული 1
2026 წლის 13, 14, 15, 16, 17 მაისი;
ტრენინგის მოდული 2
ტრენინგის მოდული 3
ტრენინგის მოდული 4
ტრენინგის მოდული 5
ტრენინგის განრიგი წლის მიხედვით
I კურსი:
200 საათი - ჯგუფური ფსიქოთერაპია (წელიწადში 5, 40 საათიანი, 5 დღიანი გეშტალტთერაპიული ჯგუფი)
სალექციო კურსი:
ფსიქოლოგიის საფუძვლები/ზოგადი ფსიქოლოგიაში
ნეიროფიზიოლოგია;
განწყობის ფსიქოლოგია;
განვითარების ფსიქოლოგია;
პიროვნების თეორიები;
II-III კურსები:
530 საათი - გეშტალტთერაპიის თეორია და მეთოდოლოგია.
2/4 თვეში ერთი 5 დღიანი ტრენინგი (40/45 სთ) შაბათ-კვირის გამოყენებით;
144 საათი ინტერვიზია;
144 საათი სამეულებში მუშაობა
სალექციო კურსები:
კლინიკური ფსიქოლოგია და ფსიქოსომატიკა - 32 საათი;
სოციალური ფსიქოლოგია - 22 სთ.
ფსიქიატრია და პათოფსიქოლოგია, ფსიქოპათოლოგია - 32 საათი;
ფსიქოდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები - 60 საათი;
სამეულებში მუშაობა
ნეოროფსიქოლოგია
IV კურსი:
145 საათი თეორია და მეთოდოლოგია.
200 საათი - ფსიქოთერაპიული პრაქტიკა.
მუშაობა ინდივიდუალური (15 საათი) და ჯგუფური (64 საათი) სუპერვიზია;
72 საათი ინტერვიზია;
144 საათი სამეულებში მუშაობა
V კურსი:
200 საათი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა;
64 საათის ჯგუფი სუპერვიზია;
ინტერვიზია 72 საათი
16 საათი ინდივიდუალური სუპერვიზია;
15 საათი ინდივიდუალური სუპერვიზია;
144 საათი სამეულებში მუშაობა;
სადიპლომო ნაშრომის მომზადება მეთოდოლოგიის ერთ-ერთი ტრენერის ხელმძღვანელობით.
დისერტაციის დაცვა ონლაინ.
სადიპლომო ნაშრომის ლექციის ან ვორქშოპის სახით წარდგენა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი ინსტიტუტის მიერ.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 წელი
3 წლის შემდეგ პროგრამის მონაწილეს ენიჭება სტუდენტი გეშტალტ პრაქტიკოსის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი გეშტალტ პრაქტიკოსს აძლევს საშუალებას დაიწყოს მუშაობა, ანუ განახორციელოს ფსიქო-კონსულტირება, ფსიქოთერაპია თავის კერძო სუპერვიზორის ხელმძღვანელობით ფსიქოთერაპიულ კლინიკებში, ცენტრებში და ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებულ ორგანიზაციებში
EAGT-ს პროფესიული სასწავლო ტრენინგ სტანდარტით ტრენინგი მოიცავს მინიმუმ 600 საათს.
ჩვენ გვაქვს 675 ფაქტობრივი კონტაქტის საათი მინიმუმ 4 განსხვავებული ტრენერით
(ეს შეიძლება იყოს ლექციები, მასტერკლასები, სემინარები, კითხვის სესიები და ა.შ.).
სასწავლო გეგმის თემები
თემა 1:
გეშტალტთერაპიის ისტორია და ფესვები:
ფილოსოფია;
ანთროპოლოგია;
ფსიქოანალიზი;
ეგზისტენციალიზმი;
ფენომენოლოგია;
გეშტალტის თეორია;
აღმოსავლური ფილოსოფია, გეშტალტთერაპიის ებრაული ფესვები
ცნობიერება
ადამიანის უფლებები და სოციალური პასუხისმგებლობა
რადიკალური სოციალური ფილოსოფია.
თემა 2:
გეშტალტ თერაპიის თეორია:
ორგანიზმი/გარემო ველი;
ფიგურა / ფონის გარჩევა;
შემოქმედებითი ადაპტაცია;
პარადოქსული ცვლილების თეორია;
ავთენტურობა;
კონტაქტის წყვეტის გამოცდილება;
სელფის თეორია ;
გაცნობიერება / ცნობიერება;
პოლარობები; წინააღმდეგობები/კონტაქტის დარღვევები;
თერაპიული პროცესი
თემა 3:
ადამიანის ორგანიზმი და გარემო:
პიროვნების თეორია;
ჯანმრთელობა და ავადმყოფობა;
ბავშვის განვითარება და თანამედროვე ბავშვთა კვლევები;
პიროვნება საზოგადოებაში, სქესი და სექსუალობა
გლობალური ცვლილებების გავლენა პიროვნებაზე
თემა 4:
გეშტალტ თერაპიის მეთოდები:
ექსპერიმენტი;
გაძლიერება;
სიზმრებთან მუშაობა;
სკამის ტექნიკა;
ხელოვნება;
სუნთქვა;
ამოქმედება და ა.შ.
თემა 5:
დიაგნოსტიკა:
დიფერენციალური დიაგნოზი;
DSM და ICD;
ფსიქოდინამიკური დიაგნოსტიკა;
გეშტალტ დიაგნოსტიკა: ფენომენოლოგიური დიაგნოსტიკა, შედარებითი მიდგომები, სხვადასხვა დიაგნოსტიკის ინტეგრაცია.
თემა 6:
სხვადასხვა კლინიკური თემები:
ფსიქოპათოლოგიის გეშტალტის პერსპექტივა;
ნევროზი, ფსიქოზი
პიროვნული აშლილობები (სასაზღვრო, ნარცისული, დამოკიდებული, ჰისტრიონული და ა.შ.),
შფოთვა
გუნება-განწყობის / კვების / ფსიქოსომატური დარღვევები, დამოკიდებულებები და ა.შ.
თემა 7:
მიმართვიანობის სფეროები და სტრატეგიები:
ინდივიდუალური;
წყვილი;
ოჯახი;
ჯგუფი;
ორგანიზაციები;
თერაპიული საზოგადოება;
თემა 8:
გეშტალტთერაპევტი თერაპიულ კავშირში:
გეშტალტ ტრანსფერის პერსპექტივა
კონტრტრანსფერი;
დიალოგი,
კონტაქტი,
მე-შენ ურთიერთობა
კონტაქტის ერთობლივი შექმნა,
ინტერსუბიექტურობა.
თემა 9:
ადამიანის უფლებები და სოციალური პასუხისმგებლობა:
ზოგადად თერაპიის სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი ასპექტები და მათი გავლენა გეშტალტ თერაპევტზე.
თერაპევტის პასუხისმგებლობა ინდივიდუალური კლიენტების და საზოგადოების/გარემოს მიმართ, რომელშიც ის პრაქტიკას ატარებს.
თემა 10:
ეთიკის პრინციპები და მათი გამოყენება
EAGT-ს ეთიკის კოდექსი;
ეთიკის კომიტეტი;
საჩივრის პროცედურა;
ეთიკის ჩართულობა პირად და პროფესიულ სფეროებში.
თემა 11:
კვლევა გეშტალტში
კვლევის მეთოდები გეშტალტ პრაქტიკაში;
რაოდენობრივი/ხარისხობრივი მეთოდები;
შედარებითი მეთოდები;
თვითმოხსენების მეთოდები;
კვლევის დონეები.

ტრენერები

მარიან კრასტა
(ჩეხეთი)

ფრიდჰელმ მატჰიასი
(გერმანია)

როლანდ ცაგანი
(სლოვაკეთი)

ირინა ზახარიანი
(გერმანია)

კამილა ბიალი
(პოლონეთი)

თინა ფანცულაია
(საქართველო)

ჯონ გალისპი
(ინგლისი)

მონიკა ბრონზინი
(იტალია)

ოლენა ზოზულია
(უკრაინა)

გეორგი სმოლინი
(უკრაინა)

ნატალია შუბერტი
(უკრაინა)
ტრენინგის შესახებ
ტრენინგის პერიოდი:
2026-2030 წწ.
ტრენინგის ფორმატი:
პროცესზე ორიენტირებული ოფლაინ (90%) და ონლაინ (10%) სწავლება
სწავლების ენა:
ქართული - ინგლისური ენა
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა:
არაუმეტეს 25 ადამიანი

სწავლის ღირებულება
ხუთწლიანი კურსის მთლიანი ღირებულება:
10000 ევრო
(ან ექვივალენტი ლარში)
ეთიკის პრინციპები და მისი გამოყენება
EAGT ეთიკის კოდექსი
ეთიკის კომიტეტი
გასაჩივრების პროცედურა
ეთიკის მნიშვნელობა პირად და პროფესიულ სფეროებში.
Შენიშვნა!
ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმებიდან უახლოესი ერთი კვირის პერიოდში სავალდებულოა სწავლების 20% ის საფასურის წინასწარ დაფარვა 2 000 ევროს ოდენობით და შემდეგ, სწავლის დაწყებისთანავე დარჩენილი თანხა 8 000 ევროს შესაბამისი ლარის ოდენობით გადანაწილდება ყოველთვიური ან ყოველკვარტალური გადასახადით.
ხელშეკრულების შესაბამისად, წინასწარი შენატანის გაკეთება სავალდებულო და აუცილებელია, რადგან ჯგუფი დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლება პროცესის საშუალებით ხორციელდება, რომელიც ერთი და იმავე ჯგუფის წევრების მონაწილეობით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტუდენტი სწავლას რაიმე მიზეზით შეაჩერებს, ჯგუფში სტუდენტის სხვა წევრით ჩანაცვლება არ მოხდება





