top of page
Білий фон

ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) გეშტალტთერაპიის სუპერვიზორთა მომზადების სასწავლო ტრენინგ- სტანდარტების შესაბამისად

Зустріч

გიწვევთ ჩაერთოთ ამ უნიკალურ პროგრამაში, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში!

მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე EAGT-ს აკრედიტებული სუპერვიზორების ხელმძღვანელობით

 

Якір 1
Білий фон

2025 წლის 15-20 დეკემბერი
თბილისი

კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი

лекция
Офис кофе-брейк

პროგრამის ხანგრძლივობა და ფორმატი

სწავლის პერიოდი: 2025-2027 წწ.

პროგრამა შედგება 6 და 5-6 დღიანი სასწავლო ბლოკებისგან.

 

პირველი და მეექვსე ტრენინგ ბლოკი გრძელდება 6 დღე.

ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ტრენინგ ბლოკი გრძელდება 5 დღე.

 

ერთი ტრენინგ ბლოკის ხანგრძლივობა - 8 საათი.

ტრენინგი იწყება 10:00 საათზე და მთავრდება 18:00 საათზე.

 

ტრენინგის ფორმატი: თბილისი

 

ტრენინგის სამუშაო ენა:

ინგლისური და რუსული

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები

  • EAGT-ს გეშტალტთერაპევტთა სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი განათლება გეშტალტ თერაპიაში;

  • EAGT-ს გეშტალტთერაპევტთა პროფესიული კომპეტენციების და კვალიფიკაციების შესაბამისი მინიმუმ 8 წლიანი პირადი პრაქტიკა გეშტალტთერაპიაში;

  • უპირატესობა მიენიჭება EAGT-ს აკრედიტაციის მქონე გეშტალტთერაპევტებს.

ტრენერები და ჰიპერვიზორები

  • სოფია ვერულაშვილი (საქართველო)

  • ფრანს მეულმესტერი (ჰოლანდია)

  • მარგარეტა მესიჩი (ხორვატია)

  • ფრიდჰელმ მატიასი (გერმანია)

  • მიქელე კანავო (იტალია)

  • ვალერია რუბინო (იტალია)

  • პიტერ შულტესი (შვეიცარია)

დიპლომი და გამოცდა

დიპლომი

 

გეშტალტ თერაპიის სუპერვიზორის დიპლომი ენიჭება მათ, ვინც სრულად გაივლის პროგრამას და დააკმაყოფილებს შეფასების კრიტერიუმებს.

 

ტრენინგის პროგრამა შეესაბამება EAGT-ის სუპერვიზორთა ტრენინგ სტანდარტებს.

 

დიპლომი გაიცემა "კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი"-ს მიერ EAGT-ის რეგულაციების შესაბამისად.

 

სუპერვიზორის კვალიფიკაცია გაიცემა მხოლოდ სრული პროგრამის დასრულების, ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების, წერილობითი სამუშაოს წარდგენისა და გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

 

გამოცდა:

 

  • პროგრამის წარმატებით დასასრულებლად პროგრამაში ჩართულ გეშტალტთერაპევტებს მოეთხოვებათ წარადგინონ წერილობითი ნაშრომი 2-ჯერ, პირველი წლის დასასრულს და პროგრამის დასრულებამდე მინიმუმ 1 თვით ადრე.

 

  • პროგრამის წარმატებით დასასრულებლად პროგრამაში ჩართულ გეშტალტთერაპევტებს მოეთხოვებათ წარადგინონ აკადემიური ფორმატით პრეზენტაცია სუპერვიზიის შემთხვევის შესახებ, კლიენტის შემთხვევაში მინიმუმ 8-10 შეხვედრით. ასევე, წარადგინონ წერილობითი სამუშაო, პროგრამის დასრულებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. ასევე, დასკვნითი ტრენინგ-ბლოკის დროს 30 წუთიანი სუპერვიზიის ჩატარება კომისიის და ჯგუფის წინაშე.

 

  • მონაწილეები წახალისებული იქნებიან, წარმოაჩინონ სუპერვიზიის საკუთარი სტილი როგორც წერილობითი სამუშაოს მეშვეობით (სუპერვიზიის შემთხვევებზე დაყრდნობით), ასევე ჯგუფისა და გამოცდების კომისიის წინაშე ჩატარებული სუპერვიზიის პროცესში.

Якір 1

პროგრამის ტრენერები

სოფია ვერულაშვილი (საქართველო)

სოფია ვერულაშვილი (საქართველო)

სოფია ვერულაშვილი — ფსიქოლოგი, ტრენერი, EAGT-ის აკრედიტებული სუპერვიზორი და ფსიქოთერაპევტი. EAGT-ის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი. კავკასიის გეშტალტთერაპიისა და საოჯახო ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორი. ატარებს საოჯახო თერაპიის ჯგუფებს მსოფლიო ექსპერტებთან ერთად. კერძო პრაქტიკაში აქვს 26 წელზე მეტი გამოცდილება.

ფრანს მეულმეესტერი (ჰოლანდია)

ფრანს მეულმეესტერი (ჰოლანდია)

აქვს 40 წელზე მეტი გამოცდილება როგორც გეშტალტ ტრენერი, თერაპევტი, სუპერვიზორი და კონსულტანტი. იგი მუშაობდა ბელგიის MultidiMens-ის ინსტიტუტში, მონაწილეობს გეშტალტის ინსტიტუტების განვითარებაში ბულგარეთში, საქართველოში, ნეპალში და ევროპის სხვა ქვეყნებში. აქვს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება როგორც კერძო პრაქტიკაში, ასევე 25 წლიანი გამოცდილება ონკოპაციენტთა მხარდამჭერ ცენტრში. იგი არის EAGT-ის წევრი და EAP-ის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი.

მარგარეტა მესიჩი (ხორვატია)

მარგარეტა მესიჩი (ხორვატია)

ფილოსოფიის დოქტორი (PhD), უნივერსიტეტის სპეციალისტი, კლინიკური ფსიქოლოგი, სერტიფიცირებული გეშტალტთერაპევტი, სუპერვიზორი და გეშტალტთერაპიის საბაზისო კურსის ტრენერი; ხორვატიის ფსიქოლოგთა პალატის ფსიქოთერაპიის და სუპერვიზიის საბჭოს წევრი; ხორვატიის გეშტალტისა და ინტეგრაციული ფსიქოთერაპევტების ასოციაციის (Društvo Gestalt i Integrativnih Psihoterapeuta Hrvatske) საბჭოს წევრი; EAGT-ის წევრი.

ფრიდჰელმ მატიასი (გერმანია)

ფრიდჰელმ მატიასი (გერმანია)

20 წელზე მეტია დაკავებულია თერაპიული საქმიანობით ჯანდაცვის დეპარტამენტში. ჩართულია ჰამბურგის ახალგაზრდულ ფსიქიატრიულ სამსახურში, სადაც თერაპევტის კონსულტაციას უწევს როგორც ბავშვებსა და მოზარდებს, ასევე ოჯახებსა და წყვილებს. აქვს საკუთარი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა, რომელიც მოიცავს წყვილის თერაპიას, სუპერვიზიას, ქოუჩინგსა და ორგანიზაციებისთვის კონსულტირებას. 2022 წლამდე იყო ჰამბურგის გეშტალტინსტიტუტის (HIGW) ხელმძღვანელი.

მიქელე კანავო (იტალია)

მიქელე კანავო (იტალია)

EAGT-ის აკრედიტებული სუპერვიზორი, ფსიქიატრი, ნეიროვეგეტატიური მედიცინის დოქტორი (PhD), გეშტალტთერაპევტი. HCC იტალიის ტრენერი და სუპერვიზორი, სხეულის პროცესებისა და ფსიქოპათოლოგიის ექსპერტი, EAGT-ის ყოფილი მდივანი, ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის სფეროში პუბლიკაციების ავტორი.

ვალერია რუბინო (იტალია)

ვალერია რუბინო (იტალია)

ფსიქიატრი, გეშტალტთერაპევტი, HCC-ის ტრენერი იტალიაში. ატარებს სემინარებს ფსიქოპათოლოგიის გეშტალტის მიდგომის შესახებ, როგორიცაა პანიკური შეტევები, გუნება-განწყობილების აშლილობები, პოსტტრავმული და დისოციაციური აშლილობები, ფსიქოზები, OCD. იგი მუშაობს ავოლას ჰოსპიტალის (Avola Hospital) ფსიქიატრიულ განყოფილებაში და 15 წელზე მეტია ფსიქიატრიულ მომსახურეობას ეწევა გადაუდებელ სიტუაციებში. იგი არის პუბლიკაციების ავტორი და სპიკერი კონფერენციებზე ფსიქოპათოლოგიის შესახებ გეშტალტის კონტექსტში.

პიტერ შულტესს (შვეიცარია)

პიტერ შულტესს (შვეიცარია)

1976 წლიდან EAGT-ის პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი; აქვს კერძო პრაქტიკა ციურიხში (შვეიცარია); ფსიქოთერაპევტი, რომელიც აკრედიტებულია ევროპის ფსიქოთერაპიის ასოციაციის (EAP) მიერ; EAP-ის დირექტორთა საბჭოს წევრი; EAP-ის მეცნიერებისა და კვლევის კომიტეტის (SARC) თავმჯდომარე; ციურიხის უნივერსიტეტში სწავლობდა პედაგოგიკას, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიას; EAGT-ისა და SVG-ის ყოფილი პრეზიდენტი; ასწავლის გეშტალტ თერაპიას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში; არის ჟურნალის Psychotherapy-Science რედაქტორი (www.psychotherapie-w

პროგრამის მიზანი და ამოცანები

დღევანდელი გლობალური ვითარება მოითხოვს ჩვეულებრივი ცნებების ახალი კუთხით გააზრებას და სწავლების განსხვავებულ მეთოდოლოგიას. სუპერვიზორის პროფესიული პოზიცია დღეს განსაკუთრებით მოითხოვს უნარს, რომ შევინარჩუნოთ მუდმივი ძალისხმევა კოლეგიალურობის ატმოსფეროს შესაქმნელად, რაც ხელს უშლის ზედმეტ ემოციურ რეაქციებს.

ჩვენი მიზანია შევქმნათ სრულიად ახალი ფორმატის სუპერვიზორების მოსამზადებელი პროგრამა.

პროგრამის მთავარი ამოცანაა, ადამიანებს ვასწავლოთ როგორ იმუშაონ ეფექტურად დღევანდელ გარემოებაში და შექმნან საკუთარი სუპერვიზიული პრაქტიკა.

ამისთვის აუცილებელია ახალი რეალობის აღიარება, მის წინააღმდეგ ბრძოლისგან თავის შეკავება და გარკვეული სიმამაცე, სითამამე, გულწრფელობა და პირდაპირობა, რომ დავინახოთ და ვაღიაროთ რაც ჩვენს ირგვლივაა.

რა არის მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი?

დღეს მნიშვნელოვანია არა თერაპევტების ადაპტაცია, არამედ მათი განვითარების მხარდაჭერა. ჩვენ სუპერვიზიას ვგულისხმობთ როგორც პროფესიულ მხარდაჭერას თერაპევტებისთვის გაურკვეველი სიტუაციების დროს. ამასთანავე, თითოეული რჩება ადამიანად თავისი პირადი გამოცდილებით სწრაფად ცვალებადი რეალობის პირობებში

მთავარი კითხვა: რა არის პროფესიული მხარდაჭერა?

სუპერვიზია. განმარტება. ამბავი. ამ პროცესის არსი და მიზნები. ველის განზომილება სუპერვიზიაში.

თერაპიის არსის გაგება. ურთიერთობა თერაპიასა და სუპერვიზიას შორის. საზოგადოების პრობლემები. კოლეგიალობა, როგორც უსაფრთხოების საფუძველი პროფესიულ სფეროში. 

პროგრამის თემები და აქცენტები

  • სუპერვიზიის ფილოსოფიური, ეგზისტენციალური, თეორიული, მეთოდოლოგიური და ეთიკური საკითხები.

  • სუპერვიზიის ველის მოდელი - რა არის ეს?

  • პრაქტიკული უნარები. სუპერვიზიის ტრენინგი.

  • ვინ არის სუპერვიზორი და რატომ არის საჭირო?

  • კლიენტი-თერაპევტი-სუპერვიზორი-პროფესიონალური კოლეგიალური ურთიერთქმედება. თერაპიული ურთიერთობები სუპერვიზიაში.

  • საზოგადოება, როგორც დიდი დინამიური ჯგუფი რეალობის საერთო ველში.

  • სუპერვიზიის ხარვეზები ზოგადად და თანამედროვე ვითარებაში. თერაპევტების მოთხოვნები რეალური თემები და კითხვები, რომლებიც რეალურად ეხება თერაპევტებს და სუპერვიზორებს.

  • გამბედაობა და რისკი სუპერვიზიაში.

  • კრეატიულობა და თამაში სუპერვიზიაში. კოლეგიალობა და ეთიკა.

  • ყოველდღიური რეაგირება და კოლეგიალური ურთიერთქმედება.

  • მიკუთვნებულობა და ჩართულობა. ჯანსაღი ინდივიდუალიზმი, პატივისცემა და ოპტიმალური დისტანციის არჩევა საზოგადოებაში პროფესიული ურთიერთობისას.

სუპერვიზიის ტიპები:

  • ინდივიდუალური სუპერვიზია

  • ჯგუფური სუპერვიზია

  • სუპერვიზიის კონსულტაცია

  • ეგზისტენციალური ექსპრეს სუპერვიზია და კონსულტირება

  • დინამიური სუპერვიზია

  • ჰიპერვიზია.

  • დიდაქტიკური სუპერვიზია, თერაპიული სუპერვიზია, განვითარებადი სუპერვიზია, პრაქტიკული სუპერვიზია.

  • განსხვავება სუპერვიზიასა და თერაპიას შორის.

  • სუპერვიზიის თერაპიული ასპექტები და ეფექტები.

  • გეშტალტის მიდგომა.

სუპერვიზიის პროცესის ორგანიზება

  • როგორ მივიღოთ სუპერვიზია?

  • როგორ ჩავატაროთ სუპერვიზია?

  • სუპერვიზიისა და ინტერვიზიის ჯგუფები. რისთვის არსებობს ისინი?

  • თერაპევტის იდენტობის ფორმირება სუპერვიზიისა და ინტერვიზიის ჯგუფებში.

  • მონაწილეთა ტრენინგი სუპერვიზიის ჯგუფების შესაქმნელად, შესანარჩუნებლად და მხარდასაჭერად. 

  •  

  • სუპერვიზიული პრაქტიკა ჩვენთვის ნიშნავს ავტორულ პროექტს, თერაპევტული თემის შექმნის პროცესს, სადაც თერაპევტები პოულობენ საკუთარ იდენტობას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული სუპერვიზორის, სუპერვიზორთა წყვილის ან მცირე სუპერვიზორული ჯგუფის პირად როლს თერაპევტების თემის, მისი სულისკვეთებისა და ატმოსფეროს შექმნაში.

უფრო კონკრეტულად რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

  • წინააღმდეგობა სუპერვიზიაში;

  • თერაპევტის წინააღმდეგობა;

  • სუპერვიზორის წინააღმდეგობა;

  • წარსული სტანდარტული სწავლის გამოცდილების გავლენა თანამედროვე რეალობაში - როგორ ბლოკავს ეს პროფესიულ განვითარებას შეცვლილ გარემოში;

  • კავშირი სუპერვიზორის პირად ფილოსოფიასთან. ეთიკური საკითხები სუპერვიზიის პროცესში;

  • კოლეგიალურობის პრობლემები და რესურსები, ასევე კოლეგიალურობის დარღვევის შედეგები თერაპევტის, სუპერვიზორისა და პროფესიული საზოგადოების განვითარებისთვის;

  • და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი - კლიენტებთან მუშაობა;

  • გათავისუფლება ჩვეული უნარებისგან, რომლებიც აღარ მუშაობს დღევანდელ რეალობაში;

  • თავისუფლების მოპოვება განვითარებაზე დაკვირვებისათვის;

  • ცნობიერების განბლოკვა;

  • გამოწვევის მიღება არ ნიშნავს ჩანდე, არამედ იმყოფებოდე.

  • არ შევუწყოთ ხელი ილუზორულ ერთსულოვნებას, არამედ გამოვიყენოთ განსხვავებული პროფესიული შეხედულებების განხილვის ენერგია;

  • პროფესიული საზოგადოების სიტუაციაში სუპერვიზიის ახალი მიდგომის პრობლემა. მრავალი თერაპიული საზოგადოება სხვადასხვა სპეციფიური სუპერვიზორების გარშემო. მოხდება მათი ურთიერთქმედება? - ეს არის მთავარი კითხვა. პასუხი ჯერ არ გვაქვს;

  • დინამიური და სოციალური პრობლემები კოლეგიალურობის განვითარებაში. მისი დარღვევის შედეგები.

Якір 1

ტრენინგის მოდელი

ტრენინგს ატარებს მუდმივად ცვალებადი სუპერვიზორთა ჯგუფი ოფლაინ ფორმატში, რომელიც, ისევე როგორც ნებისმიერი ჯგუფი, ასახავს საზოგადოების დინამიკას და საველე სიტუაციის მთავარ ხაზებს. რა თქმა უნდა, ჩავატარებთ მოკლე ლექციებს, ინკლუზიურ სუპერვიზიას და ჰიპერვიზიას. რეალური პროცესების კომენტარებში იქნება ბევრი თეორია.

 

სხვადასხვა კატეგორია, მუშაობის სხვადასხვა სიღრმე, პერსონალური რისკი, კომპლექსური შემთხვევები, კონკრეტული სუპერვიზორისთვის მუშაობის ფორმების არჩევის შესაძლებლობა და საფუძველი, ცოცხალი კოლეგიალური დისკუსიის აგება - როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გახდეს ცნობიერების საინტერესო პროცესი და დაბადოს ახალი იდეები? რა კითხვები გაჩნდება იქ, რომლებიც ჯერ კიდევ გაურკვეველია და თავად ცხოვრებისგან იბადება? მათზე პასუხები წინასწარ უცნობია, მაგრამ მათი არ დანახვა შეუძლებელი იქნება.

 

პროექტის საფუძველია პროფესიული ურთიერთქმედების რეალობის ფენომენოლოგიური შესწავლა და კოლეგიურობის აგების გზების ძიება.

 

ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას მოვამზადოთ როგორც ინდივიდუალური ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ განვითარებისთვის გამოიყენონ და  მოაწყონ სუპერვიზიისა და ინტერვიზიის სივრცეები, ასევე წამყვანი სუპერვიზორების გუნდებს, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან და შეინარჩუნონ კოლეგიალობა. პროგრამის გავლისას, თქვენ მოგეთხოვებათ რეგულარულად დაესწროთ არჩევით სუპერვიზიის ჯგუფებს.

პროგრამის სტრუქტურა

მინიმუმ 75 საათი

გეშტალტთერაპიაში სუპერვიზიის თეორიისა და პრაქტიკის მინიმუმ 50 საათი, დანარჩენი საათები შესაძლებელია გადანაწილდეს სხვა მოდალური მიდგომების თეორიაში;

მინიმუმ 120 საათი

პრაქტიკული/სიმულაციური ინდივიდუალური ან ჯგუფური გეშტალტთერაპევტების სუპერვიზია;

მინიმუმ 50 საათი

ინდივიდუალური ან ჯგუფური ჰიპერვიზია (სუპერვიზია სუპერვიზიის დროს);

24 თვე

ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამაში ჩართული გეშტალტთერაპევტები იკრიბებიან ექვსჯერ ტრენინგისა და ჰიპერვიზიისთვის;

მინიმუმ 2

პროგრამაში ჩართული გეშტალტთერაპევტებისთვის ცნობილი წერილობითი, ყოვლისმომცველი სამუშაო და სტრუქტურირებული შეფასების პროცესი.

Білий фон
Расписание

ტრენინგის მოდულის თემები და განრიგი

სემინარი N1
(6 დღე)

2025 წლის 15-20 დეკემბერი

სოფია ვერულაშვილი, ფრანს მეულმეესტერი 

  • გეშტალტთერაპიის სუპერვიზიის ძირითადი კონცეფციები;

  • გეშტალტ სუპერვიზიიის ვითარება: ეთიკური საკითხები და ველის ესთეტიკური ურთიერთობების ცოდნა;

  • გეშტალტთერაპიული სუპერვიზიისა და ჰიპერვიზიის მიზნები;

  • ესთეტიკური და ველის პერსპექტივა სუპერვიზიაში;

  • ეთიკური საკითხები;

  • EAGT-ს ეთიკის კოდექსი;

  • ეთიკური საკითხები გეშტალტ თერაპიაში: პროფესიული საზღვრები და რელაციური კრეატიულობა;

  • გეშტალტთერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული კლინიკური მონაცემების ფორმა შემთხვევის წარსადგენად;

  • სხვადასხვა ფსიქოპათოლოგიური სიტუაციების სუპერვიზია

სემინარი N2
(5 დღე)

2026 წლის 29, 30 აპრილი - 1, 2, 3 მაისი

მარგარეტა მესიჩი

  • ეგზისტენციალური პერსპექტივა სუპერვიზიაში;

  • კონტრ-ტრანსფერის გამოყენება სუპერვიზიაში;

  • კრეატიული ტექნიკის გამოყენება სუპერვიზიაში.

სემინარი N3
(5 დღე)

2026 წლის 11–15 ივნისი

ფრიდჰელმ მატიასი

  • ტრავმული სიტუაციების სუპერვიზია;

  • რე-ტრავმატიზაციის რისკი და რეზილიანობის მხარდაჭერა;

  • სუპერვიზორი, როგორც ხელოვნებასა და პრაქტიკულ ცოდნას შორის მყოფი პროფესიონალი;

  • განვითარებით სირთულეებთან დაკავშირებული შემთხვევების სუპერვიზია;

  • ოჯახებთან და ბავშვებთან თერაპიული პროცესის სუპერვიზია;

  • მოზარდებთან თერაპიული მუშაობის სუპერვიზია.

სემინარი N4
(5 დღე)

2026 წლის 13-18 ოქტომბერი

სოფია ვერულაშვილი, პიტერ შულტესი

  • დეპრესიული გამოცდილების განზომილებები;

  • შფოთვითი მდგომარეობის სხვადასხვა ფორმები;

    (გენერალიზებული შფოთვა, განშორების შფოთვა, სოციალური ფობია, სპეციფიკური ფობია, პანიკური შეტევები);

  • პიროვნების დარღვევების სუპერვიზია - ნარცისული, სხეულებრივი, შიზოიდური პიროვნული აშლილობა.

სემინარი N5
(5 დღე)

2027 წლის 26-30 მაისი

მიკელე კანავო, ვალერია რუბინო

  • სერიოზული დარღვევების სიტუაციების სუპერვიზია;

  • დაკარგული სელფის შეგრძნება: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), ფსიქოზი;

  • გეშტალტთერაპიში სუპერვიზიის შემთხვევების აღწერა;

  • ფენომენოლოგია და მენტალური ჯანმრთელობა;

  • როგორ დავეხმაროთ სუპერვიზიის პროგრამის მონაწილეებს კლიენტებთან გამოცდილების შეძენაში;

  • კვების დარღვევების მქონე სიტუაციების სუპერვიზია.

სემინარი N6
(6 დღე)

2027 წლის 01-06 დეკემბერი

ფრანს მეულმეესტერი, სოფია ვერულაშვილი

  • EAGT-ის სტანდარტების შესაბამისი გეშტალტთერაპიის პროფესიული კვალიფიკაციები და კომპეტენციები;

  • ურთიერთობები კლიენტებთან, სუპერვიზორებთან, კოლეგებთან, საზოგადოებასთან, მთავრობებთან;

  • ადამიანის უფლებები და სოციალური პასუხისმგებლობები;

  • სუპერვიზია სხვადასხვა გარემოში: ჯგუფებთან მუშაობა, ტრენინგ პროგრამები, ორგანიზაციები;

  • მონაწილეთა მხრიდან სუპერვიზიის შემთხვევები: სუპერვიზიის საკუთარი სტილის გამოვლინება.

Якір 1

პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება

5000 ევრო

პროგრამის ღირებულება

გადახდის პირობები

  • 2025 წლის 1 სექტემბრამდე – 2000 ევრო

  • 2025 წლის 1 დეკემბრამდე – 500 ევრო

  • 2026 წლის 28 აპრილამდე – 500 ევრო

  • 2026 წლის 15 ოქტომბრამდე – 500 ევრო

  • 2027 წლის 15 აპრილამდე – 500 ევრო

  • 2027 წლის 18 ივნისამდე – 500 ევრო

  • 2027 წლის 3 დეკემბრამდე – 500 ევრო

გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად

.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების სია

 

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;

3. გეშტალტთერაპევტის მოწმობის ასლი (გეშტალტთერაპევტის სუპერვიზორის სერთიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. პროფესიული ასოციაციის ან ასოციაციების წევრობის მოწმობის ასლი;

5. სუპერვიზორის მიერ გაცემული დოკუმენტი ინდივიდუალური სუპერვიზიის შესახებ;

6. რეზიუმე - ინგლისურ, ქართულ, რუსულ ენებზე.

.

Якір 1
Якір 1
bottom of page