ср, 15 мар.
|Тбилиси
EAGT-ს ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპიაში

Время и место
15 мар., 10:00 – 19 мар., 18:00
Тбилиси, Тбилиси, Грузия
О событии
EAGT-ს ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპიაში
გეშტალტთერაპიის და გეშტალტ ფსიქო-კონსულტირების 2023 წლის მიღება გრძელდება
ევროპული, დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლება და საერთაშორისო აღიარების დიპლომი საქართველოში
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი გიწვევთ, ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობის, გეშტალტთერაპიის შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამაზე
ქართული სექტორი
მიღებისა და სწავლების პირობები:
* სამედიცინო, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომი;
*ინდივიდუალურად განიხილება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში ბაკალავრის მიღება, პარალელურად ფსიქოლოგიის მაგისტრატურაში სწავლის და სწავლის დასრულებამდე ან სწავლის დასრულების შემდგომ ერთი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომის აღების პირობით;
*სტუდენტები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე;
*სწავლება მიმდინარეობს ქართულ-ინგლისურ და ქართულ ენაზე, ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (EAGT-ს) ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი პროგრამის მიხედვით;
*სწავლების ფორმა - პროცესზე ორიენტირებული ოფლაინ და ონლაინ სწავლება
*სასწავლო პროცესს უძღვებიან EAGT-ს ევროპული აკრედიტაციის მქონე , შესაბამისი კომპეტენციის მქონე, გეშტალტთერაპიის მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკოსი სპეციალისტები, სუპერვიზორები და ექსპერტები;
საბუთების მიღება გრძელდება
*პროგრამის ხანგრძლივობა: 5 წელი!
პროგრამა მოიცავს, 2023-2027(ქართული სექტორი) სასწავლო წლებს
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს დიპლომის შემდგომი პროფესიული ევროპული განათლების საერთაშორისო აღიარებულ დიპლომს გეშტალტთერაპიაში რაც საშუალებას აძლევს მიიღოს EAGTს აკრედიტაცია, სურვილის შემთხვევაში EPAს და სხვა საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების აკრედიტაცია
ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი პროფესიის შესაძენად, თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აწმყოში ტკბობის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად
*მიიღეთ ხარიხსიანი განათლება და საერთაშორისო აღიარების აკრედიტებული დიპლომი, EAGT - ში სა სხვა საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანების პერსპექტივით
*შეიქმენით ევროპაში და მთელ მსოფლიოში დასაქმების პერსპექტივა და საიმედო მომავალი
შეუერთდით ფსიქოთერაპევტთა მსოფლიო თანასაზოგადოებას!
სასწავლო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებს (EPA, EAGT) შეესაბამება და ინსტიტუტის მიერ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტირებულ ტრენერებთან და სუპერვიზორებთან (EAGT) თანამშრომლობითაა შემუშავებული.
სასწავლო პროგრამაა მკაცრად ითვალისწინებს გეშტალტთერაპევტთა მომზადების ევროპულ სტანდარტებს და სწავლება მკაცრად პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს და 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამ პერიოდში გეშტალტთერაპიული მეთოდის შესწავლა ევროპის მიერ მოწოდებული ფსიქოთერაპიის სასწავლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გეშტალტ თეორიასა და პრაქტიკას ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და დინამიურად ეუფლებიან.
ასეთი სისტემატიზებული სწავლების შედეგად სტუდენტს სწავლების 3 წლის შემდეგ ეძლევა რეკომენდაცია ინსტიტუტის ფსიქოთერაპიული და ფსიქოთერაპიულ კლინიკაში,, არსებულ ფსიქოთერაპიულ კლინიკებსა და ცენტრებში, შესაბამისი სუპერვიზიით, დაიწყოს კერძო პრაქტიკა.
საბუთების მიღება გრძელდება, იჩქარეთ!
მსურველებმა შემდეგი დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: cigtfp@gmail.com, sophie.verulashvili@gmail.com აგრეთვე, სავალდებულოა მათი ბეჭდური სახით წარდგენაც.
• რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენაზე;
• მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის ბაკალავრის ან/და მაგისტრის ან/და დოქტორის(არსებობის შემთხვევაში) დიპლომის ასლი;
• ¾ ფორმატის 2 ფოტო;
• ერთი საკუთარი თავისუფალი ფოტო;
• შევსებული განაცხადი(აპლიკაციის ფორმა) ინგლისურ, ქართულ ენაზე. მოგვწერეთ ელფოსტაზე და გამოგიგზავნით განაცხადის ფორმას
სტუდენტების შერჩევა EAGT კრიტერიუმების მიხედვით, ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხდება. შერჩეულ აპლიკანტები მოწვეული იქნებინ გასუბრებაზე, რომლის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინტსიტუტთან.
პროგრამის სრული ღირებულებაა - 10 000 ევროს ექვივალენტი ლარში
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
ა) ინსტიტუტის ორგანიზებით ხდება მინიმუმ:
- ჯგუფური სუპერვიზიის 128 საათი;
- ჯგუფური ფსიქოთერაპიის 225 საათი;
- გეშტალტთერაპიის სწავლება-თეორია/მეთოდოლოგიის 675 საათი;
- აუცილებელ აკადემიურ დისციპლინებში სალექციო 300 საათი;
ბ) სტუდენტის ორგანიზებით ხდება მინიმუმ:
- პირადი პრაქტიკის 400 საათი;
- ინდივიდუალური თერაპიის მინიმუმ 50 საათი;
- ინდივიდუალური სუპერვიზიის მინიმუმ 30 საათი
- ტრეინინგები, სემინარები, კონფერენციები მინიმიმ - 50 საათი
- ინტერვიზიის ჯგუფში მუშაობა მინიმუმ - 288 საათი
სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი - სოფია ვერულაშვილი
სოფია ვერულაშვილი - ფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, (EAGT-ში),ქალბატონი სოფია ვერულაშვილი გახლავთ, ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტ-თერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტო. სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, რასელ ჰაბერი, ლარს ბროკი. მას აქვს 23 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, სუპერვიზორისა და ქოუჩის, ტრენერისა და ლექტორის. სოფია ვერულაშვილი - გეშტალთთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორიდო სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელია. მუშაობს ინდივიდუალურად, წყვილებში, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. 2000 წლიდან სოფია კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს სხვადასხვა უნივერისტეტებში. ამ მომენტისათვის ის არის ხელმძღვანელი სალექციო კურსისა, კომპლემენტარულ ფსიქოთერაპიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში, კითხულობს წყვილების ფსიქოთერაპიის ლექციების მაგისტრატრის სტუდენტებისათვის ფსიქოდიაგნოსტირებისა და კონსულტირების პროგრამაზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში. სოფია ორგანიზაციას უკეტებს და უძღვება თერაპიულ და სასწავლო ჯგუფებს, სემინარებს ოჯახურ თერაპიასა და გეშტალტთერაპიაში, საქართველოში, თურქეთში, ლატვიაში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში.
სასწავლო პროგრამის ტრენერები:
სოფია ვერულაშვილი(საქართველო)
ფრიდფელმ მატტჰიასი(გერმანია)
მარიან კრასტა(ჩეხეთი)
ნინა კოლანვიჩი(ხორვატია)
კამილა ბიალი(პოლონეთი)
როლანდ ცაგანი(სლოვაკეთი)
ნანა ბურდული(საქართველო)
თიკა ფანცულაია(საქართველო)
მონიკა ბრონზინი(იტალია)
იოლანტა მიერჟვა(პოლონრთი)
მოწვეული პროფესორები:
მარიამ ალანია,
მალხაზ მაყაშვილი,
ზაზა ვარდიაშვილი,
ლია ჩხიკვიშვილი,
მაია კალანდარიშვილი
ჯგუფური ფსიწქოთერაპევტები:
მაია ბაიაძე(საქართველო)
ეკა პავერმანი(საქართველო)
კურსდამთავრებულები სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ სურვილისამებრ იღებენ EAGT აკრედიტაციას, რაც ევროპულ აკრედიტაციას ნიშნავს
გეშტალტთერაპიის საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში ჩართული სტუდენტები:
მონაწილეობენ სასწავლო-თერაპიული პროგრამებში ევროპის, აშშ-ს გეშტალტთერაპიის ინსტიტუტებში;
გადიან პიროვნების თეორიებს - 24 საათი;
გადიან კლინიკურ ფსიქოლოგიას და ფსიქოსომატიკას - 32 საათის;
გადიან სოციალურ ფსიქოლოგიას - 22 საათი
გადიან ფსიქიატრიას და პათოფსიქოლოგიას,
ნეოროფიზიოლოგია, ნეიროფსიქოლოგიას - 32 საათი;
გადიან ზოგად ფსიქოლოგიას და განწყობის ფსიქოლოგიას - 44 საათი;
სწავლობენ ფსიქოდიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდებს - 60 საათი;
აწარმოებენ გეშტალტთერაპიულ სამეცნიერო კვლევებს კლინიკური პრაქტიკის პროცესში;
მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში;
იღებენ ფასდაკლებებს საერთაშორისო ტრენინგებზე, ვორქშოფებზე და კონფერენციებზე;
მონაწილეობენ ინსტიტუტის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დაგეგმილი ღონისძიებებში;
სარგებლობენ ჩვენი მდიდარი ბიბლიოთეკით(მათ შორის ელექტრონული);
მუშაობენ ინტერვიზიის ჯგუფებში;
მუშაობენ სამეულებში;
ატარებენ ღია ლექციებს ფართო აუდიტორიისთვის
სარგებლობენ ხელშეწყობით დასაქმების სფეროში;
სასწავლო პროგრამა განრიგი იძლევა სწავლის და მუშაობის შეთავსების საშუალებას, წელიწადში, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, 3,4,5-7, ხუთ დღიანი, 45/45 საათიანი ტრენინგ-ბლოკები ტარდება, ამ 5 დღიანი ტრენინგების ორი დღე, შაბათი და კვირაა
სწავლის განრიგი:
I კურსი: 200 საათი - ჯგუფური ფსიქოთერაპია (წელიწადში 5, 40 საათიანი, 5 დღიანი გეშტალტთერაპიული ჯგუფი),
ფსიქოთერაპიული ჯგუფების განრიგი:
1) 15,16,17,18,19 მარტი;
2) 17,18,19,20, 21 მაისი;
3) 12,13,14,15,16 ივლისი;
4) 25,26,27,28,29 ოქტომბერი;
5) 20,21,22,23,24 დეკემბერი.
სალექციო კურსი
ზოგად ფსიქოლოგიაში - 32 საათი.
განწყობის ფსიქოლოგია - 22 საათი;
განვითარების ფსიქოლოგია 44
პიროვნების თეორიებს - 22 საათი;
II-III კურსები: 530 საათი - თეორია და მეთოდოლოგია. 2/4 თვეში ერთი 5 დღიანი ტრენინგი (40/45 სთ) შაბათ-კვირის გამოყენებით; 144 საათი ინტერვიზია;
სალექციო კურსები:
გადიან კლინიკურ ფსიქოლოგია და ფსიქოსომატიკა - 32 საათი;
სოციალურ ფსიქოლოგია - 22 საათი
სამეულებში მუშაობა
ფსიქიატრია და პათოფსიქოლოგია, ფსიქოპათოლოგია32 საათი;
ნეოროფსიქოლოგია 20 საათი;
ფსიქოდიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები - 60 საათი;
IV კურსი – 145 საათი თეორია და მეთოდოლოგია. 200 საათი - ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. მუშაობა ინდივიდუალური(15 საათი) და ჯგუფური(64 საათი) სუპერვიზია; 72 საათი ინტერვიზია
სამეულებში მუშაობა
V კურსი –
200 საათი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა;
64 საათი ჯგუფური სუპერვიზია
72 საათი ინტერვიზია
15 საათი ინდივიდუალური სუპერვიზია
სამეულებში მუშაობა
სადიპლომო ნანშრომის მომზადება მეთოდოლოგიის ერთ-ერთი ტრენერის ხელმძღვანელობით.
სადიპლომო ნაშრომის დიალოგის რეჟიმში დაცვა.
სადიპლომო ნაშრომის ლექციის ან ვორქშოპის სახით წარსდგენა, ინსტიტუტის, კავკასიის გეშტალტთერაპიის საერთაშორისო კონფერენციაზე.
სწავლის ხანგრძლივობა:
5 წელი
3 წლის შემდეგ პროგრამის მონაწილეს ენიჭება სტუდენტი გეშტალტ პრაქტიკოსის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი გეშტალტ პრაქტიკოსს აძლევს საშუალებას დაიწყოს მუშაობა,ანუ განახორციელოს ფსიქო-კონსულტირება, ფსიქოთერაპია თავის კერძო სუპერვიზორის ხელმძღვანელობით, ფსიქოთერაპიულ კლინიკებში, ცენტრებში და ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებულ ორგანიზაციებში
სწავლის საფასური:
10000 ევროს ექვივალენტი ლარში(სასწავლო პროგრამის მთლიანი ღირებულება)
სწავლის საფასურის გადახდის პირობები:
ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმებიდან სავალდებულოა სწავლების 20% ის საფასურის დაფარვა, წინასწარ, 2 000 ევროს ოდენობით და პირველი კვარტლის საფასურის 500 ევროს შემოიტანა. შემდგომში, სწავლის საფასურის გადახდა 3 თვეში ერთხელ ხდება 500-500 ევროს შესაბამისი ლარის ოდენობით, ხელშეკრულების შესაბამისად. წინასწარი შენატანის გაკეთება სავალდებულოა, აუცილებელია რადგან, ჯგუფი დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლება პროცესის საშუალებით ხორციელდება, რომელიც 5 წლის განმავლობაში ერთი და იმავე ჯგუფის წევრების მონაწილეობით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტუდენტი სწავლას რაიმე მიზეზით შეაჩერებს, ჯგუფში სტუდენტის სხვა წევრით ჩანაცვლება არ მოხდება
სწავლების ენა:
ქართული - ინგლისური
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამას უკვე ჰქონდა სამი გამოშვება, 2017 და 2018 წელს. ხოლო, მესამე გამოშვება ექნება, 2020 წელს. ინსტიტუტის 21 კურსადმთავრებულმა საქართველოდან და ორმა სომხეთიდან უკვე მიიღეს ევროპული აღიარება გეშტალტთერაპიაში (გახდნენ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტაციის მქონე წევრები) და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრობა. დანარჩენი კურსდამთავრებულები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან აღნიშნულის პროცესში იმყოფებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
- ინსტიტუტის დამფუძნებრლსა და გენერალურ დირექტორს, სოფია ვერულაშვილს (საქართველო): +995 599257972
cigtfp@gmail.com
sophie.verulasvhili@gmail.com