top of page
Переработанная бумага

ЭТИЧЕСКИЙ КОДЕКС

Куча книг
2.png
1.png

კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი (CIGTFP). ეთიკის კოდექსი
(შემუშავებულია გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის ეთიკ
ის კოდექსის საფუძველზე)

ეთიკის კოდექსი და პროფესიული პრაქტიკა


ა. ეთიკის კოდექსი


1. განცხადება ინდივიდებს შორის ღირებულების თანასწორობის შესახებ
2. პიროვნების უნიკალურობის, ღირსებისა და ღირებულებების პატივისცემა
3. რასის, წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური იდენტობის ან უპირატესობის, ინვალიდობის, ასაკის, რელიგიის, ენის, სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობის განსხვავებების და სულიერების საჭიროების დაფასება.

4. პიროვნების ავტონომიისა და თვითრეგულირების მნიშვნელობის აღიარება სახელშეკრულებო ინტერპერსონალური ურთიერთობების კონტექსტში.

B. პროფესიული პრაქტიკის კოდი გეშტალტ თერაპიაში


B.1. კომპეტენცია


B.1.1 გეშტალტ-თერაპევტი განახორციელებს მხოლოდ ისეთ საქმიანობას, რომლის კომპეტენციაც მას მისივე შეფასებით გააჩნია, ან თუ მან იცის, რომ მას გააჩნიაისეთი კომპეტენცია, რომელიც დაეხმარება კლიენტის სასარგებლოდ განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები.
B.1.2 სამუშაო პროცესში გეშტალტ-თერაპევტის მიერ საკუთარი კომპეტენციის შეზღუდვების აღმოჩენა ნიშნავს, რომ მან უნდა, ან გადაამისამართოს კლიენტი სხვა პროფესიონალთან, ან თავად სცადოს სხვა პროფესიონალთან კოლაბორაცია.
B.1.3 ასეთ შემთხვევაში, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის კლიენტთან არსებული თავდაპირველი კონტრაქტის გადასინჯვა. კლიენტთან მუშაობის გაგრძელება შეიძლება მოხდეს მხოლოდ კომპეტენციის შესაბამისი გაუმჯობესების შემდეგ. ასეთი ქმედება შეიძლება იყოს:
B.1.3.1 გეშტალტ-თერაპევტი ყურადღებით ამოწმებს, თუ რამდენად საკმარისია მისი კომპეტენცია კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე ფსიქოთერაპიული პროცესის წარმართვისათვის. თუ გეშტალტ-თერაპევტი განსაზღვრავს, რომ კონტექსტუალური ველი, მისი სტრუქტურა, საზღვრები, და ველშიდომინანტური მიზნები რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ან ზღუდავს მისი კომპეტენციის სრულ გამოყენებას კლიენტთან მუშაობის პროცესში, მაშინ გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია თავი შეიკავოს ამ სამუშაო პროცესის გაგრძელებისგან
B.1.3.2 გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია მოიძიოს მხარდაჭერა და მეტადგაერკვეს პრობლემურ სიტუაციასთან დაკავშირებულ სირთულეში მისი გამოცდილი კოლეგების დახმარებით.
B.1.3.3 გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია მიიღოს ინდივიდუალური ან ჯგუფური სუპერვიზია, იმისდა მიხედვით თუ რომელი სუპერვიზიული ფორმაა მისთვის მეტი მხარდაჭერისა და კომპენეტციის მომტანი.
B.1.3.4 გეშტალტ-თერაპევტი ანვითარებს კავშირებს სხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან და დაწესებულებებთან (როგორიცაა კლინიკები) იმისათვის, რომ მიუწვდებოდე ხელი აუცილებელ დიაგნოსტიკურ და თერაპიულ სერვისებთან და შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის დაკავშირება მათთან..

B.1.4 გეშტალტ-თერაპევტი იცავს საკუთარ სამუშაოს და პროფესიას ზოგადად ნებისმიერი არასათანადო ქმედებისგან, პროექტისგან და პროცედურისგან(ლექციები, ინტერვიუ, საჯარო გამოსვლები, მედია, სემინარები), რომლებიც ეწინააღმდეგება იმ პროფესიულ სტანდარტებს, რომელსაც გეშტალტ- თერაპევტი ემხრობა.
B.1.5 გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია მიიღოს ინდივიდუალური თერაპია საკუთარ ფსიქოთერაპიულ მნიშვნელოვანი ცვლილებების და პრობლემების არსებობის შეთხვევაში, როგორიცაა პირადი კრიზისი, გადაწვის ნიშნები, კლიენტთან საზღვრების შენარჩუნების სირთულე, მათ შორის ინტიმური ან სექსუალური ხასიათის.

B.1.6 თერაპიულ პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი მეთოდოლოგიური და ტექნიკური მიდგომა, რომელიც ემსახურება კლიენტის განვითარების მიზნებს მასთან არსებული კონტრაქტის შესაბამისად. გეშტალტ-თერაპევტი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ტიპის გათამაშება, განსაკუთრებით კი ექსპრესიული და კათარზისული ხასიათის გათამაშება, საჭიროებს შემდგომ დე-დრამატიზაციას, დეტალური და ფრთხილი სამუშაო პროცესის საშუალებით.

B.1.7 საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მთელი პროფესიული ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს, გეშტალტ-თერაპევტი მუშაობს საკუთარი პიროვნული და პროფესიული კომპეტენციის გაფართოვება-გაღრმავებაზე. გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია შეინარჩუნოს ღიადობა მნიშვნელოვანი ცვლილებებისადმი, რომლებიც ზემოქმედებენ ამ პროცესზე, იმისდა მიუხედავად ხდება ეს გეშტალტ თერაპიის სფეროში თუ ფსიქოთერაპიის სხვა სფეროებსა და მიმდინარეობებში, კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით.

B.1.8 გეშტალტ-თერაპევტი სიფრთხილით ინახავს დოკუმენტაციას, რომელიც უკავშირდება კლიენტის დიაგნოსტიკურ ან თერაპიულ პროცესს, და ითვალისწინებს ადგილობრივ რეგულირებებს დოკუმენტაციის შენახვის ვადისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ. დოკუმენტაციის სიფრთხილით წარმოება ნიშნავს ეროვნული ფსიქოთერაპიული რეგულაციებით გათვალისწინებულ სამეცნიერო დონეს და ობიექტურობისა და სიცხადის დაცვას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ დოკუმენტაცია და მისი შინაარსი გასაგები და განხორციელებადი გახდეს სხვა თერაპევტი სპეციალისტისთვის.

 

B.2. კლიენტის//თერაპევტის ურთიერთობა

B.2.1 კლიენტის/თერაპევტის ურთიერთობა არის პროფესიული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც კლიენტის კეთილდღეობა თერაპევტის უპირველესი საზრუნავია.
B.2.2 გეშტალტთერაპევტები აღიარებენ ურთიერთობის მნიშვნელობას ეფექტური თერაპიისთვის და აცნობიერებენ ამ სიტუაციაში თანდაყოლილ ძალასა და გავლენას და დამოკიდებულების საკითხებს. გეშტალტთერაპევტი იმოქმედებს ამ აღიარების შესაბამისად და არ გამოიყენებს ან შეურაცხყოფს კლიენტებს ფინანსურად, სექსუალურად, ემოციურად, პოლიტიკურად ან ემოციურად საკუთარი პირადი სარგებლობისთვის, ან მისი საჭიროებების, ან ნებისმიერი სხვა პირის თუ დაწესებულების სარგებლობისთვის.

B.2.3 გეშტალტთერაპევტებმა იციან, როდესაც სხვა ურთიერთობები ან გარე ვალდებულებები ეწინააღმდეგება კლიენტის ინტერესებს. როდესაც ასეთი ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, გეშტალტთერაპევტის პასუხისმგებლობაა, ღიად შემოიტანოს იგი თერაპიული ურთიერთობის სფეროში და მიიღოს აუცილებელი ზომები საკითხის გადასაჭრელად.

B.2.4 თერაპიულ პროცესში ფიზიკური კონტაქტი ექსკლუზიურად არის ორიენტირებული კლიენტის კეთილდღეობაზე და მოითხოვს განსაკუთრებულ პროფესიულ რეფლექსიასა და ზრუნვას. თერაპიულ პროცესში ფიზიკური კონტაქტის მართვისას კლიენტის თანხმობა უმთავრესია.
B.2.5 გეშტალტთერაპევტები აღიარებენ, რომ ორმაგი ურთიერთობები, როგორიცაა თანამშრომელი, ახლო მეგობარი, ნათესავი, მეზობელი ან პარტნიორი შეუთავსებელია თერაპიულ პროცესთან.

B.3. კონფიდენციალურობა

B.3.1 ნებისმიერი სახის კომუნიკაცია გეშტალტ-თერაპევტსა და კლიენტს შორის არის კონფიდენციალური, იხ. ქვემოთ მოცემული პუნქტი B7.
B.3.2 კლიენტების პერსონალური მონაცემების შენახვა, მათ შორის საქმის ჩანაწერები, ექვემდებარება შესაბამის ეროვნულ საკანონმდებლო და პროფესიულ რეგულაციებს.

B.3.3 .გეშტალტ-თერაპევტი სათანადო სიფრთხილით იცავს კლიენტის მონაცემებს მისი პირადი იდენტიფიცირების შესაძლებლობისგან, ასევე ამ ინფორმაციის გავრცელებისგან ნებისმიერი ურთიერთგადამფარავი კავშირების არხებით, როგორიცაა სუპერვიზია


B.3.4 იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ-თერაპევტს სურს კლიენტთან სამუშაო პროცესში მიღებული სპეციფიური ინფორმაციის გამოყენება ლექციის ან პუბლიკაციისთვის, მან ჯერ უნდა მოიპოვოს კლიენტის ან მისი იურიდიული წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა და მკაცრად დაიცვას სახელთან და პირად მონაცემებთან დაკავშირებული ანონიმურობა სახელების/მონაცემების კარგად შენიღბული ნაწერის, პროცესის მიდგომის, კომპოზიტების ან სხვა კოლეგის, როგორც ავტორის გამოყენებით, კლიენტის ამოუცნობობის უზრუნველსაყოფად.

B.3.5 როდესაც გეშტალტთერაპევტს სურს გამოიყენოს კონკრეტული შემთხვევის მასალა საქმის შესწავლისთვის, მოხსენებებისთვის ან პუბლიკაციებისთვის, ის იღებს კლიენტის ინფორმირებულ თანხმობას, სადაც ეს შესაძლებელია და ინარჩუნებს კლიენტის ანონიმურობას.

B.3.6 ვიდეო, ფოტო და ფირის ჩანაწერი ან ფილმი საჭიროებს კლიენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ნებართვას.
B.3.7 როდესაც გეშტალტთერაპევტს სურს მიიღოს შესაბამისი მონაცემები კლიენტის შესახებ სხვა პროფესიონალებისგან ან ინსტიტუტებისგან, ის იცავს კლიენტის უფლებას, როგორც ეს რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობით. ეს ასევე ეხება კლიენტთან დაკავშირებით წერილობითი მონაცემების დამუშავებას.

B.3.8 გეშტალტთერაპევტი ითვალისწინებს კლიენტის უფლებას გაიაზროს მისი წერილობითი მონაცემები, როგორც ეს აღწერილია ეროვნულ საკანონმდებლო რეგულაციებში და არის დისკრიმინაციული კლიენტის მიმართ ამ დოკუმენტების დამუშავებისას.
B.3.9 გარე, კერძო ან საჯარო ინსტიტუციების, როგორიცაა სასამართლო, სადაზღვევო კომპანიები, და სხვ., მიერ კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში გეშტალტ-თერაპევტი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ დროს, გეშტალტ-თერაპევტიუკავშირდება კლიენტს და წარმართავს კლიენტთან კომუნიკაციასსაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თერაპიული პროცესისთვისმაქსიმალურად სასარგებლო ფორმით.

B.3.10 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წარმოადგენს არასრულწლოვანს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გეშტალტ-თერაპევტი ითვალისწინებს ყველაზემოთ მოცემულ მოთხოვნას. ამასთან, გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია დაიცვას საქართველოში არსებული იურიდიული და პროფესიული რეგულაციები არასრულწლოვანთან მოპყრობის თაობაზე, რომლებიც ეხება ბავშვის მოვლის შესახებ ინფორმაციას ძალადობის ან სხვა სახის სერიოზული ზრუნვის ნაკლებობის შემთხვევებს.

B.4. კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმება

B.4.1 გეშტალტ თერაპევტსა და კლიენტს შორის დადებული ნებისმიერი კონტრაქტი სავალდებულოა ორივე მხარისთვის, იქნება ეს წერილობითი თუ ზეპირი.
B.4.2 კლიენტთან თერაპიული კონტრაქტის შეთანხმების პროცესში გეშტალტთერაპევტი გარკვევით და ღიად წარადგენს ინფორმაციას საკუთარი კომპეტენციის, ექსპერტიზის და გამოცდილების შესახებ.

B.4.3 გეშტალტ თერაპევტი განახორციელებს მიღების პროცედურას, რომელიც თავსებადია მიღების პროცედურებთან, სადაც ის პრაქტიკას ახორციელებს.
B.4.4 ნებისმიერი ჩანაწერი, გადაღება ან დაკვირვება თერაპიული სესიის დროს წინასწარ უნდა შეთანმხდეს კლიენტთან და ჩაითვალოს თერაპიული კონტრაქტის ნაწილად.

B.4.5 კონტრაქტი კლიენტთან, წერილობითი თუ ზეპირი ფორმით, ცალსახად უნდა განსაზღვრავდეს გადასახადის ოდენობას, გადახდის გრაფიკსა და ფორმას, თერაპიული სესიების ადგილს, შესვენებებისა და კლიენტის ან გეშტალტ- თერაპევტის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წესებს. ამის მაგალითია წინასწარი შეთანხმება ოფიციალური დღესასწაულების დროს შესვენების თაობაზე, ან დროებითი შეჩერება სხვა პროფესიული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ან ავადმყოფობასთან დაკავშირებით, და სხვა. თერაპიის ხანგრძლივობა, კლიენტის გადამისამართების საჭიროება და კონტრაქტის შეწყვეტის პირობები წინასწარ განიხილება კლიენტთან და მას უთანხმდება.

B.4.6 პირადი კრიზისის ან ფიზიკური ავადმყოფობის შემთხვევაში, გეშტალტთერაპევტი ვალდებულია ჩაერთოს სუპერვიზიაში პროფესიული ურთიერთობის აღდგენის უზრუნველყოფის მიზნით..
B.4.7გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია თერაპიული ურთიერთობისგანმავლობაში თავი შეიკავოს ნებისმიერი კომუნიკაციისიგან სხვა პირთან, აგრეთვე შეფასებებისგან და განცხადებებისგან, ასევე სხვა პირთა შეფასებისგან ან დაინტერესებისგან, იმისდა მიუხედავად თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს ამ პირს კლიენტთან, კლიენტის წინასწარი თანხმობის გარეშე. 

B.4.8 ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოხდება ზემოთაღნიშნულ პირობებში, გამოიწვევს პირველადი კონტრაქტის შესაბამის გადასინჯვას.

B.5. რეკლამა

რეკლამა შეზღუდულია აღწერითი სახის დებულებების ფორმამდე, რომლებიც აღწერენ არსებულ მომსახურებას და მომსახურების გამწევი პირის კვალიფიკაციას. რეკლამა არ უნდა მოიცავდეს ყოფილ ან არსებულ კლიენტთა რეკომენდაციებს და შეფასებებს, აგრეთვე შედარებითი ხასიათის დებულებებს, ან სხვა რაიმე სახით მიუთითებდეს მომსახურების უპირატესობაზე სხვა კოლეგების მიერ, სხვა თერაპიული სკოლების, ან სხვა ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მომსახურებასთან შედარებით.

B.6. უსაფრთხოება

B.6.1გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმისათვის, რომ კლიენტს არ მიაყენოს რაიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი თერაპიული სესიების დროს იმ ფიზიკურ გარემოცვაში, სადაც ტარდება სესიები


B.6.2 გეშტალტთერაპევტი უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას თერაპიული სესიებისთვის, რომლებიც არ იქნება მოსმენილი, ჩაწერილი ან დაკვირვებული ვინმეს მიერ, გარდა თერაპევტისა ინფორმირებული თანხმობის გარეშე.

B.6.3 გეშტალტ-თერაპევტი უზრუნველყოფს პრივატულობას თერაპიული სესიების დროს ისე, რომ კლიენტის და თერაპვეტის საუბარი იყოს დაფარული და დაზღვეული (როდესაც ეს ხელმისაწვდომია მათ ქვეყანაში).

B.7. გამონაკლისი გარემოებები

B.7.1 ​შესაძლებელია გამონაკლის გარემოებებში, გეშტალტ-თერაპევტს დასჭირდეს ზომების მიღება კლიენტის ან მისი სოციალური გარემოცვის დასაცავად, თუ ჩათვლის, რომ კლიენტის თვით-კონტროლის უნარი არ მნიშვნელოვნად. ასეთ ვითარებაში კლიენტების ინფორმირებული თანხმობა კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმების შეცვლაზე შეძლებისდაგვარად იქნება მოთხოვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს კარგი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ კლიენტს აღარ სურს ან არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება თავის ქმედებებზე.

B.7.2 კლიენტთან კონტაქტის დამყარებისას, როდესაც გეშტალტთერაპევტი თვლის, რომ ის მიეკუთვნება გამონაკლის გარემოებებს, ის სთხოვს კლიენტს სხვა პირის სახელს, რომელიც შეიძლება იყოს მის შემთხვევასთან რაიმე კავშირში. ამ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, კონფიდენციალურობის ხელშეკრულებიდან გადახვევა შემოიფარგლება ფაქტებითა და იმ დროის მონაკვეთით, რომელიც მკაცრად არის განსაზღვრული კლიენტისთვის, რათა აღიდგინოს პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე.

B.7.3.ინდივიდუალური ან ჯგუფური საგანგებო (მაგ., სიცოცხლისათვის რისკის არსებობა, საზოგადოებრივი არეულობა, ომი, ბუნებრივი კატასტროფა, და სხვა.) სიტუაციების დროს, გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია გაითვალისწინოს კონკრეტული შემთხვევის თავისებურებები, და შეინარჩუნოს კლიენტის ანონიმურობა და პროფესიული კონფიდენციალობა, თუ არსებული გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა

B.7.4 გეშტალტ-თერაპევტი ვალდებულია დაიცვას კლიენტის ავტონიმიურობა და პროფესიული კონფიდენციალობა იმ შემთხვევებშიც, როდესაც ფსიქოთერაპია კლიენტის კეთილდღეობასთან დაკავშირებული უფრო ფართო პროცესის ნაწილს წარმოადგენს. განსაკუთრებით, როდესაც ფსიქოთერაპია კლიენტს „ენიშნება“, მაგ., ფსიქოთერაპია საავადმყოფოში, ორგანიზაციაში, არასრულწლოვნების დაწესებულებაში, და ა. შ., მათ შორის ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლებთან გუნში მუშაობის დროს. გეშტალტ- თერაპევტი განუმარტვას კლიენტს ამგვარი სპეციფიური კონტრაქტის თავისებურებებს შეთანხმების პირველსავე ეტაპზე, და სამუშაო პროცესში ჩართავს სხვა პირებს/პროფესიონალებს მხოლოდ კლიენტის თანხმობის შემთხვევაში.

 

B.8. თერაპევტის საზოგადოებრივი როლის მართვა:


ბ.8.1 კანონი. გეშტალტ-თერაპევტი ფლობს ინფორმაციას იმ არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ეხება მის პროფესიულ საქმიანობას და მისი სამუშაო პრაქტიკის ან დაწესებულების საქმიანობას, და ყურადღებით ადევნებს თვალყურს შესაბამისი რეგულაციების ცვლილებებს.


B.8.2 კვლევა. გეშტალტთერაპევტი მზადაა ითანამშრომლოს და შეუწყოს ხელი კვლევით მუშაობას, რომელიც ასევე ხელს უწყობს პროფესიული თერაპიული და დიაგნოსტიკური სამუშაოების შემდგომ განვითარებას და მის კუთვნილ კვლევით მუშაობას თერაპიული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

B.8.3 გეშტალტთერაპევტი საკუთარ კვლევით სამუშაოში იცავს წესებს, რომლებიც პატივის ცემას ასახავს მისი კოლეგების მუშაობის მიმართ; და ასევე იცავს ყველა პროფესიული მასალის საავტორო უფლებებს.


B.8.4 პასუხისმგებლობა კოლეგებისა და სხვების წინაშე. გეშტალტ თერაპევტი პასუხისმგებელია თავისი სამუშაოზე კოლეგებისა და დამსაქმებლების წინაშე, უპირველეს ყოვლისა იგი ითვალისწინებს კლიენტის კონფიდენციალურობის, საჭიროებებისა და ავტონომიის პატივისცემის აუცილებლობას, ასევე კლიენტთან შეთანხმებული კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას.

B.8.5 გეშტალტ თერაპევტი თავს იკავებს საჯარო ან კერძო მომსახურებისგან, ფორმირებისა და პროფესიული თვისებებისგან.


B.8.6 გეშტალტ-თერაპევტი თვალყურს ადევნებს საქართველოს პროფესიულ რეგულირებას, რომელიც უკავშირდება საკუთარი თავის წარდგენას კარებთან მიმაგრებულ ფირფიტებზე წარწერების, გაზეთში განცხადებების გამოქვეყნების გზით, სატელეფონი-საინფორმაციო ცნობარებში ან ინტერნეტში ინფორმაციის განთავსების საშუალებით.

B.8.7 საზოგადოება არ უნდაშევიდეს შეცდომაში წარმოდგენილი მომსახურები ან კვალიფიკაციის თაობაზე, რამდენადაც ამან შეიძლება შეძღუდოს კლიენტის არჩევანი სხვაგანეძიოს მისთვის საჭირო მომსახურება ან კვალიფიკაცია.

 

B.8.8 გეშტალტ-თერაპევტი არ იკავებს თავს კლიენტისათვის იმ ინფორმაციის გაზიარებისგან, რაც სხვა კოლეგებისგან ან დაწესებულებებისგან დახმარებისა და პროფესიული მომსახურების მიღების შესაძლებლობას ეხება.

B.8.9 გეშტალტ-თერაპევტი პატივს სცემს კოლეგებს, როგორც საჯარო, ისე კერძო კომუნიკაციაში, და თავს იკავებს დამაკნინებელი შენიშვნებისგან სხვა თეორიული მოდელების, სკოლების ან სხვა კოლეგების მიმართ.
 

B.8.10 გეშტალტ-თერაპევტი არ დათანმხდება ისეთ საქმეს ან პროექტს, რომელშიც უკვე ჩართულია სხვა კოლეგა, განსაკუთრებით კლიენტსა და სხვა კოლეგას შორის თერაპიული კონტრაქტის არსებობის შემთხვევაში. ეჭვის შემთხვევაში, გეშტალტთერაპევტი წარმართავს დიალოგს კოლეგასთან კლიენტის ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ.

 

B.8.11 გეშტალტ-თერაპევტი არ მიიღებს ეკონომიკურ ან სხვა სახის პირად სარგებელს კლიენტების სხვა კოლეგასთან ან დაწესებულებასტან გადამისამართებისთვის.
 

B.8.12 იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ-თერაპევტისთვის ცნობილი გახდა კოლეგის მხრიდან ისეთი ქმედების შესახებ, რომელიც აკნინებს ფსიქოთერაპიის პროფესიას, ის ვალდებულია დაუპირისპირდეს კოლეგას და/ან მისპროფესიულ ორგანიზაციას.

 

ბ.8.13 საზიანო საქმიანობა. გეშტალტ-თერაპევტი არ ჩაერთვება ისეთ ოფიციალურ ან კერძო საქმიანობაში, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მის რეპუტაციას და წინააღმდეგობაში შევიდეს მისი პროფესიული ქცევის და როლის ეთიკასთან, ან ზოგადად პროფესიის რეპუტაციისთვის იყოს საზიანო.
 

B.8.14 გეშტალტ-თერაპევტი აცნობიერებს ფსიქოთერაპიული სამუშაოს იმ სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს, აგრეთვე კლიენტის კონტექსტში სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ კლიენტზე.

B.8.15 ფსიქოთერაპიის ტრენინგი და განათლება. არ უნდა შეიქმნას ცრუ მოლოდინები განათლების ოფიციალური აღიარების თაობაზე, როგორც ადგილობრივი სახელმწიფო ორგანიზაციების და არსებული კანონმდებლობის (კანონები, რომლებიც არეგულირებს ფსიქოთერაპიულ განათლებას და „ფსიქოთერაპევტის“ წოდების უფლებას) თვალსაზრისით, ისე ფსიქოთერაპიის ხარჯების ანაზღაურებას ჯანდაცვისსერვისების ან სადაზღვევო კომპანიების მიერ

.

B.8.16 გეშტალტ ინსტიტუტი ვალდებულია შეაფასოს კანდიდატების კვალიფიკაცია, მოლოდინები და ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისობა, და მიაწოდოს მათ სრულად და გასაგები ფორმით, ინფორმაციასასწავლო პროგრამისა და შიდა რეგულაციების შესახებ.

B.8.17 გეშტალტ ინსტიტუტი ვალდებულია უზრუნველყოს განათლების მაღალი ხარისხი, როგორც მასწავლებელთა და სუპერვიზორთა სპეციფიური კომპეტენციის თვალსაზრისით, ისე სასწავლო პროგრამასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. ის უზრუნველყოფს შიდა კონტროლის არსებობას განათლების ხარისხის შესამოწმებლად, აგრეთვე უზრუნველყოფს სივრცესა და ადგილს სასწავლო მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისა და შედარებისთვის.

 

B.8.18 ურთიერთობები მასწავლებლებს, სტუდენტებსა და გეშტალტ ინსტიტუტს შორის არის გამჭირვალე. მასწავლებელი გეშტალტ-თერაპევტი აცნობიერებს საკუთარი როლის თავისებურებებს სტუდენტებთან ურთიერთობებში, და არ გამოიყენებს ამ როლს საკუთარი ინტერესებისთვის. ისინი განსაკუთრებულად აცნობიერებენ ასეთ ურთიერთობებში დამოკიდებულების, იდეალიზიციის და შეფასების მოლოდინთან დაკავშირებული ფაქტორების მნიშვნელობას. თბილისის გეშტალტ ინსტიტუტი უზრუნველყოფს მასწავლებელ-სტუდენტისურთიერთობების წარმართვის წესებს და წარმოქმნილი პრობლემების განსახილველ სივრცეს.

 

B.8.19 ინსტიტუტები პერიოდულად შეაფასებენ რამდენად აკმაყოფილებს სტუდენტის განათლების დონე არსებულ მოთხოვნებს, და უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭირვალე და სტრუქტურირებულ ფორმას.
 

B.8.20 კკლიენტ-თერაპევტის ურთიერთობების მარეგულირებელი ეთიკური პრინციპები და თერაპევტის საზოგადოებრივი როლის მართვის წესები თანაბრად ვრცელდება მასწავლებელ-სტუნდენტის ურთიერთობებსა და განათლების სფეროზე (კომპეტენცია, კონფიდენციალობა, ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, კონტრაქტის შეთანხმება და უსაფრთხოება).

 

B.8.21 სწავლების მიზნით სტუდენტისთვის გეშტალტი თერაპიის ჩატარებისას  მკაცრად უნდა იყოს დაცული გამიჯნული როლები; ტრენერი, რომელიც ატარებს თერაპიას სტუნდეტთან, არ უნდა მონაწილეობდეს ამ სტუდენტის წინსვლის და შესაფერისობის შეფასების ოფიციალურ პროცედურაში.

 

B.8.22 გეშტალტ ინსტიტუტები უზრუნველყოფენ კონტროლს სასწავლო პერსონალის პირადი, დიდაქტიკური, კლინიკური და სამეცნიერო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. დაცული უნდა იყოს მასწავლებელ თერაპევტთა შორის ინფორმაციის პროფესიული გაცვლა, მათი აუცილებელი სუპერვიზია და განგრძობითი სწავლება-განვითარება.
 

B.8.23 თუ გეშტალტთერაპევტი აღმოჩნდება კონფლიქტში სხვადასხვა ან რამდენიმე ეთიკურ პოზიციასა და მოთხოვნას შორის და არ შეუძლია ამ კონფლიქტის გადაჭრა თავად ან ინტერვიზიისა და ზედამხედველობის დახმარებით, ის მიმართავს დაყენებულ ეთიკურ კომიტეტს. მის ინსტიტუტში ან პროფესიულ ასოციაციაში საჭირო კონსულტაციის მისაღებად.

იმ შემთხვევაში, თუ გეშტალტ-თერაპევტი აღმოჩნდება სხვადასხვა ან რამოდენიმე ეთიკურ პოზიციათა და მოთხოვნათა შორის კონფლიქტში, და თავად ვერ წყვეტს ამგვარ კონფლიქტს, სუპერვიზიის და/ან ინტერვიზიის დახმარებით, ის ვალდებულია მიმართოს მის გეშტალტ ინსტიტუში დაფუძნებულ ეთიკურ კომიტეტს ან პროფესიული ასოციაციის შესაბამისი კონსულტაციების მისაღებად.

B.9. ურთიერთობა ყოფილ კლიენტებთან

B.9.1 გეშტალტთერაპევტი სრულიად ლაიაბილურია (პასუხისმგებელია?) ყოფილ კლიენტებთან და ამჟამინდელ სტაჟიორებთან ურთიერთობაზე.

B.10. იურიდიული წარმოება

ნებისმიერი გეშტალტ თერაპევტი, რომელიც არის EAGT-ის წევრი და ცნობილი იქნება დამნაშავედ სასამართლოს მიერ ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ან არის კლიენტის მიერ წარმოებული სამოქალაქო სარჩელის საგანი, უნდა აცნობოს EAGT-ის საბჭოს.

bottom of page