კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი და სოფია ვერულაშვილი
გიწვევთ სამწლიან კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო პროგრამაზე
აწმყო მომავლისთვის გეშტალტ თერაპიაში
განვითარება და ფსიქოპათოლოგია საველე პერსპექტივაში

ჩაერთედ ამ უნიკალურ, ექსკლუზიურ პროგრამაში!
პროგრამის დირექტორი, იდეის ავტორი და ორგანიზატორი - სოფია ვერულაშვილი
პროგრამის დირექტორი, სუპერვიზორი და ხელმძღვანელი - მარგჰერიტა სპანუოლო ლობბი
იტალიის წამყვანი ტრენერები
EAGT-ს აკრედიტაციის მქონე თერაპევტები და სუპერვიზორები
ისინი გაგიზიარებენ გამოცდილებას 3 წლის განმავლობაში!
2025 -2027 წწ.
თბილისი
კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი იტალიის გეშტალტის ინსტიტუტთან ერთად


გამოცდები და სერთიფიკატი
3 წლის განმავლობაში მონაწილეები ჩააბარებენ გამოცდებს .
პირველ წელს (მე-4 სემინარი) ისინი შეავსებენ კითხვარებს გეშტალტთერაპიის, თეორიისა და მეთოდოლოგიის შესახებ.
მეორე წელს (მე-8 სემინარი) ისინი წარმოადგენენ გეშტალტთერაპიული ერთი წერილობით (სიტყვასიტყვით) ჩანაწერს.
მესამე წელს (მე-12 სემინარი) მონაწილეები წარმოადგენენ კლიენტთან თერაპიის (ესთეტიურად და ფენომენოლოგიურად) წერილობით აღწერას , რომელიც გაგრძელდა მინიმუმ 8 სესია.
პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების შეაბამის ორი ინსტიტუტის ერთობლივ დიპლომს, რომელიც აღიარებს თქვენს კვალიფიკაციის ამაღლებას გეშტალტთერაპიაში და ფსიქოპათოლოგიის სფეროში და ასევე, ევროპულ და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.
პროგრამის ტრენერები
მარგჰერიტა სპანუოლო ლობი
სილვია ტოსი
ფაბიოლა მაჯო
სალვო გრეკო
იელენია ბალდაკინო
პიეტრო კავალერი
ალესია რეპოსი
მიქელე კანავო
როსანა მილიტელო
ჯანკარლო პინტუსი
როსანა ბიასი
ვალერია რუბინო
ჯუზეპე მირონე
სილვია ალაიმო
ფრანჩესკო ლოტა
სიუზან მაროტა
ვისთვის არის ეს პროგრამა?
ამ პროგრამაზე დარეგისტრირება შეუძლია გეშტალტთერაპევტს, რომელსაც აქვს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი მედიცინაში და ფსიქოლოგიაში და მიღებული აქვს EAGT-ს სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი განათლება გეშტალტთერაპიაში და შესაბამისად, ეწევა EAGT-ს გეშტალტთერაპევტთა პროფესიული კვალიფიკაციებისა და კომპეტენციების შესაბამის კერძო პრაქტიკას.
უპირატესობა ენიჭება მათ, ვისაც აქვს დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში, სოციალურ მუშაობაში, ფსიქიატრიაში, ფილოსოფიაში, სოციოლოგიაში და აქვს EAGT-ს აკრედიტაცია როგორც თერაპევტს ან სუპერვიზორს.
სწავლის ხანგრძლივობა და ფორმატი
სწავლის პერიოდი: 2025-2027 წწ
სულ 12 ხუთდღიანი სემინარი,
წელიწადში 4 სემინარი.
შეხვედრის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვებგვერდზე.
შეხვედრები გაიმართება ოფლაინ, საქართველოში
