top of page
Ресурсы в ситуации изменений-2.png

საერთაშორისო სემინარი

 
მარგერიტა სპანოლო-ლობთან
და 
ჯუზეპე სამპონიაროსთან ერთა


სიყვარული ფსიქოთერაპიაში

იდიპოსის სიკვდილიდან სიტუაციური ველის აღმოცენებამდე

3912.jpg
209509217_10219648839188627_172023939094989915_n.jpg
2.png

2022 წლის 27-30 ივნისი
სირაკუზა, იტალია

1.png
Снимок экрана 2021-05-22 в 13.05.25.png
Акварели Wash Прозрачный

პროგრამის ფარგლებში გეპატიჟებით სემინარზე
''აწმყო მომავლისთვის" Now-For-Next"

ძირითადი იდეები, რომლებსაც მარგჰერიტა სპანუოლო ლობბი წარადგენს ამ სემინარზე, აღწერილია მის წიგნში -

„აწმყო მომავლისთვის ფსიქოთერაპიაში. გეშტალტთერაპია პოსტმოდერნულ საზოგადოებაში“. (2013)

держась за руки

მიუხედავად იმისა, რომ სექსუალობა, როგორც ურთიერთობის ფაქტი კარგად არის შესწავლილი თერაპიაში და მის გარშემო არსებული ეთიკური სტანდარტები საკმაოდ ნათელია,

სიყვარული, როგორც ყველასთვის ნაცნობი ფენომენი, აღწერს გარკვეულ სირთულეებს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პაციენტის ან თერაპევტის სიყვარულს.

ვგრძნობთ თუ არა სიყვარულს ჩვენი პაციენტების მიმართ?

რამდენად ხშირად ისმის თქვენს კაბინეტში "გიყვარვართ?".

 

პაციენტები უკიდურესად უნდობნი არიან იმის მიმართ, რომ ადამიანს, ვისაც ფულს უხდიან, შეუძლია შეიყვაროს ისინი - განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში, როდესაც ისინი შეძრწუნებულნი არიან იმით, რასაც თერაპევტი ამჩნევს მათში. 

 

ისინი შიშობენ, რომ თერაპევტის უნარი დაინახოს მათში რაღაც კარგი

(თუმცა ისინი შემდგომში აღიარებენ ამ სიკეთეს საკუთარ თავში და ღრმად განიცდიან მის არსებობას) -

არის მხოლოდ ტექნიკა, თერაპიული ხრიკი, რომლის უკან გულრწფელობა არ არის.

 

როგორც ჩანს, კლიენტის მიმართ თერაპევტის სიყვარულს აქვს ორი ფორმა: სიყვარული, რომელიც განპირობებულია თერაპევტის როლით და სიყვარული, რომელიც სპონტანურად ჩნდება კონტაქტის სიტუაციაში.

სიყვარულის ფსიქოლოგია არ არის უნივერსალური
და ვისურვებდით, რომ ფსიქოლოგია  გვეხმარებოდეს სიყვარულში, მაგრამ ეს შეუძლებელია. 

ურთიერთობების ფსიქოლოგია მხოლოდ საკუთარი თავის და სხვების შემჩნევაში გვეხმარება. 

კლიენტის სიყვარულიც არ უნდა დავაყენოთ ეჭვის ქვეშ:

ეს არის ხვადასხვა თერაპიულ სიტუაციებში არსებული მოცემულობა, გარკვეული ერთგულება.

 

კლიენტი აძლევს თერაპევტს წვდომას მის ინტიმურ ისტორიაზე მომავალი კონტაქტის ინტენციალობით, რაც გულისხმობს წინა ღია „გეშტალტების“ დასრულებას სხვა ადამიანთან:

სხვასთან ჰოლისტიკური თვითკმაყოფილების ფორმა.

 

ანუ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კლიენტის „სიყვარულის“ „ინსტიტუციონალურ ასპექტზე“: უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანი კლიენტია და თავს დებს თერაპევტის „ხელში“, რაც იწვევს პოტენციური „სიყვარულის“ მიჯაჭვულობის გაჩენას. .

როგორ მუშაობს ეს ურთიერთობა თერაპიაში?

გიწვევთ გაიგოთ ამის შესახებ ჩვენს სემინარზე!

ვისთვის არის ეს სემინარი?

გეშტალტ თერაპევტებისთვის, კლინიკური ფსიქოლოგებისთვის და სხვადასხვა მოდალობის ფსიქოთერაპევტებისთვის

გეშტალტთერაპიის პროგრამის კუსდამთავრებულებისთვის

უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური ფაკულტეტების მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებისთვის,

ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

რას გთავაზობთ სემინარი?

1

მარგარიტა და ჯუზეპე გაგვიზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს:

  • რა არის მოსიყვარულე თერაპევტი

  • რა არის თერაპიული სიყვარულის ეთიკა

  • სექსუალურობასა და სიყვარულს შორის კავშირის შესახებ სიტუაციური ველის კონტექსტში

2

მონაწილეები ჩაატარებენ ექსპერიმენტებს სიყვარულის საკითხებზე თერაპიულ ურთიერთობაში

3

Акварели Wash Прозрачный

გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ შემთხვევებს პრაქტიკიდან და ასევე გავეცნობით პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სემინარის ტრენერების გამოცდილებიდან.

სემინარის წამყვანები

unnamed-3.jpg

მარგჰერიტა სპანუოლო ლობბი

 

ფსიქოთერაპევტი, მკვლევარი, საერთაშორისო ტრენერი, ფილოსოფიის დოქტორი

საერთაშორისო ტრენერი, ის უძღვება პროგრამებს გეშტალტთერაპიასა და ფსიქოპათოლოგიაში, ასევე სუპერვიზორთა სასწავლო პროგრამებს მთელ მსოფლიოში.

იგი გახლავთ იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის (Instituto di Gestalt HCC Italy)  დირექტორი  (სირაკუზა, პალერმო, მილანი).

 

თავის კლინიკურ მუშაობაში, გეშტალტთერაპიის პრინციპებზე და ჰერმენევტიკურ მეთოდზე დაყრდნობით, მან შეიმუშავა სფეროზე ორიენტირებული, ფენომენოლოგიური და ესთეტიკური მიდგომა.

 

მისი წიგნი „აწმყო მომავლისთვის ფსიქოთერაპიაში. გეშტალტთერაპია პოსტმოდერნულ საზოგადოებაში“" - The Now for Next ფსიქოთერაპიაში ითარგმნა 8 ენაზე.

 

მან მიიღო ჯილდო AAGT-გან, ტორონტო, კანადა, 2018 წლის აგვისტო.

მარგჰერიტა არის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე გეშტალტთერაპევტი, ისადორე ფრომის სტუდენტი, ლორა პერლსის, ასევე ირვინისა და მირიამ პოლსტერის იდეების მიმდევარი. 

მარგჰერიტა ანვითარებს ესთეტიკისა და სილამაზის იდეებს გეშტალთერაპიაში, ასწავლის ადამიანისა და თერაპიული პროცესის ჰოლისტურ, ჰარმონიულ აღქმას და გულუხვად აზიარებს თავის გაბედულ, დამხმარე და პრაქტიკულ შეხედულებებსა და გამოცდილებას.

იგი ასევე არის 250 პუბლიკაციისა და 13 წიგნის ავტორი და რედაქტორი.
მისი ნამუშევრები "ესთეტიკური რელაციური ცოდნა" ("Aesthetic Relational Knowledge"),  "დომენების პოლიფონიური განვითარება" ("Polyphonic Development of Domains") და "ცეკვის ნაბიჯები თერაპევტსა და კლიენტს შორის" ("Dance Steps between therapist and client") ის კონცეფციებია, რომლებსაც იგი სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით იკვლევს და ქმნის. 

209509217_10219648839188627_172023939094989915_n.jpg

ჯუზეპე სამპონიარო

 

გეშტალტთერაპევტი, დამთავრებული აქვს იტალიის გეშტალტის ინსტიტუტში (l'Istituto di Gestalt HCC)

 

ის მუშაობს სირაკუზაში ფსიქოლოგად პედიატრიული ფსიქოლოგიის (ASP) დარგში. 

 

დაინტერესებულია კრეატიული ტექნიკის გამოყენებით კლინიკურ ფსიქოლოგიაში; ამასთანავე ფოტოს, მუსიკისა და წერის გამოყენებით თერაპიული მიზნებისთვის. 

 

ის ასევე გახლავთ თავისუფალი ჟურნალისტი და თანამშრომლობს სხვადასხვა იტალიურ და უცხოურ გაზეთებთან. 

 

1995 წლიდან 2003 წლამდე იგი რედაქტირებდა Rai Televideo-ს ფსიქოლოგიურ რუბრიკას. 

 

ჯუზეპემ დააარსა საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ჟურნალი სახელწოდებით "Esventure Psicopedagogiche". 

 

2000 წელს მან გამოსცა რომანი "ათასი მსოფლიო" ("A Thousand Worlds"), 2007 წელს მოთხრობების კრებული "ოცდათორმეტი ექსპრომტი" ("Trentadue Improvvisi"), 2008 წელს კი ტექსტი "უთქმელის წერა: კრეატიული წერა გეშტალტ ფსიქოთერაპიაში" ("Writing the Unspeakable: Creative Writing in Gestalt Psychotherapy"). 

 

ის არის სამეცნიერო ჟურნალის "გეშტალტის დღიურები"-ს ("Quaderni di Gestalt") მთავარი რედაქტორი.

მონაწილეობის პირობები

თარიღები:

2022 წლის 27-30 ივნისი

მდებარეობა:

სირაკუზა, იტალია

სემინარის დრო:

ყოველდღე, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე

სწავლების ენა:

იტალიური და რუსული (თანმიმდევრული თარგმანი)

მონაწილეობის ღირებულება:

750 ევრო; 
რეგისტრაცია 100% წინასწარი გადახდით

მონაწილეების რაოდენობა:

სულ 25 მონაწილე, აკვარიუმის გარეშე

ცალკე გადასახდელი:

ფრენა, სასტუმროში განთავსება, კვება ადგილზე

ყურადღება
სემინარის ზონაში შესასვლელად მნიშვნელოვანია იყოთ ევროპაში ვაქცინირებული და კონკრეტულად იტალიაში აღიარებული ვაქცინებით!
სემინარი ჩატარდება არსებული ვითარების შესაბამისად, სიფრთხილის ზომების დაცვით

(ნიღბები, მანძილი და ა.შ.) 

bottom of page