
პროგრამის ფარგლებში გეპატიჟებით სემინარზე
"The Now-for-Next"
ძირითადი იდეები, რომლებსაც მარგჰერიტა სპანუოლო ლობბი წარადგენს ამ სემინარზე, აღწერილია მის წიგნში -
„აწმყო მომავლისთვის ფსიქოთერაპიაში. გეშტალტთერაპია პოსტმოდერნულ საზოგადოებაში“. (2013)

წყვილის ცხოვრება -
ეს არის ერთობლივად შექმნილი იმპროვიზაცია,
რომელიც სოციალური ცხოვრების ყველაზე ღრმა საზომია.
ის ინტიმური ურთიერთობის პატერნები და სურვილები, რომლებიც ღრმადაა დამალული ეგოს სოციალური სტრატეგიების უკან (რომლებიც სინამდვილეში მარტოობას გვასწავლიან), საფუძვლად უდევს ჩვეს უნარს ვიყოთ ჯგუფური ცხოველები
სინამდვილეში, როდესაც წყვილში ვართ (ეს ფსიქოთერაპიასაც ეხება) ჩვენ პარტნიორს ვაძლევთ ჩვენს შინაგან საკრალურ სამყაროსთან წვდომას:
ჩვენს შიშებთან და სურვილებთან, რომლებიც ამ შიშებთან არის დაკავშირებული.
წყვილების თერაპია წარმატებული მაშინ არის, როდესაც ორივე პარტნიორი ხსნის გულსა და გონებას სხვისი გამოცდილების გასაზიარებლად და არა მარტო საკუთარი ჭრილობების მოშუშებაზე ზრუნავენ, რადგან თითოეული ჩვენგანი ველოდებით განკურნებას და პრობლემების გადაწყვეტას.
პარტნიორის ჭრილობებზე ყურადღების მიქცევა და მათი გავლენით საკუთარი თავის შეცვლა ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტია.
ვისთვის არის ეს სემინარი?
გეშტალტთერაპევტებისთვის და სხვადასხვა მოდალობის პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის
გეშტალტ ინსტიტუტის მეორე და მესამე დონის სტუდენტებისთვის
უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური ფაკულტეტების მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებისთვის,
ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის






