გეშტალტთერაპევტები ადამიანს არ ჰყოფენ როგორც ცალკე სული და სხეული, არამედ ისინი პიროვნებას ერთ მთლიანობად თვლიან.
"აზრები, გრძნობები, ემოციები, მეტყველება, სხეულის გამოვლინებები -
ეს ყველაფერი ერთი და განუყოფელი პიროვნების ცხოვრების გამოხატულებად მიგვაჩნია"
გეშტალტთერაპევტისთვის სხეული არის როგორც ინფორმაციის წყარო კლიენტის მდგომარეობის შესახებ, ასევე თერაპიული გავლენის ობიექტი.
სხეული არის ერთგვარი კარი კლიენტთან კონტაქტისთვის.
სხეული ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს, მის გრძნობებს, მოთხოვნილებებს, შემოქმედებით ადაპტაციას და რწმენას.
სხეულის პროცესების აღდგენა შეიძლება იყოს განკურნებისა და პიროვნული ფუნქციონირების აღდგენის მთავარი ფაქტორი.
ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ფენომენს აქვს როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური კომპონენტები.
და ერთი მეორისგან განუყოფელია
როგორც ჯ.კეპნერი წერდა:
სხეულის პროცესების განხილვა უნდა მივიჩნიოთ, როგორც სელფის უარყოფილი ნაწილების ეგზისტენციალური მესიჯები
თერაპევტის ამოცანაა ამ მესიჯების გაგება.
სხეულის მუშაობა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც კლიენტის სხეულის მანიფესტაციებზე ფოკუსირება ან თერაპიული ჩარევა, რომლის დროსაც კლიენტს ხელით ეხებით.
ლექციის წამყვანი
მონიკა ბრონზინი
ტოსკანის ფსიქოლოგთა ორდენის წევრი
აკრედიტირებული გეშტალტ თერაპევტი და EAGT-ის სუპერვიზორი
(EAGT-ის პროფესიული კომპეტენციისა და კვალიფიკაციის კომიტეტზე)
გეშტალტთერაპიის თეორიისა და მეთოდოლოგიის ტრენერი და კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელი
ფსიქოთერაპიის პრაქტიკა - 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში
მუშაობს თვითშეფასებაზე, აფექტურობაზე, ურთიერთობებზე და ოჯახურ სირთულეებზე, ატარებს თერაპიულ ჯგუფებს, მუშაობს პანიკის შეტევებზე, შფოთვაზე, კვებით აშლილობაზე, ბულიმიაზე, ოჯახურ ფსიქოთერაპიაზე.