top of page
Переработанная бумага

ᲔᲗᲘᲙᲘᲡ კოდექსი

Куча книг
2.png
1.png

კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი (CIGTFP)

ეთიკის კოდექსი
(შემუშავებულია გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის ეთიკური კოდექსის საფუძველზე)

ეთიკის კოდექსი და პროფესიული პრაქტიკა


ა) ეთიკის კოდექსი

  • თანასწორობა ადამიანებს შორის;

  • პიროვნების ღირებულებების, ღირსებისა და განსხვავებულობის პატივისცემა;

  • განსხვავებული რასის, წარმომავლობის, ეთნიკურობის, გენდერის, სექსუალური იდენტობისა, შეზღუდული უნარების, ასაკის, რელიგიის, ენისა სოციალური და ეკონომიური სტატუსის სხვადასხვაობის აღიარება;

  • პირადი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის აღიარება ნებისმიერი ურთიერთობის რეგულირება  პირადი შეხედულებისამებრ.

 

ბ) პროფესიული პრაქტიკის კოდექსი გეშტალტ თერაპიაში

 

ბ.1 კომპეტენციები

ბ.1.1 გეშტალტთერაპევტმა უნდა აიღოს მხოლოდ ის შემთხვევა, რომელიც მისი კომპეტენციების ფარგლებშია და რომლის საბოლოო ეფექტი სასარგებლო იქნება კლიენტისთვის.

ბ.1.2. მუშაობის პროცესის დროს, გეშტალტთერაპევტი, როდესაც აღმოაჩენს საკუთარი კომპეტენციების ლიმიტს, ან უნდა გადაამისამართოს კლიენტი სხვა სპეციალისტთან ან უნდა დაამყაროს თანამშრომლობა სხვა პროფესიონალთან/პროფესიონალებთან.

ბ.1.3 ამ პროცესის დროს , პირველი ნაბიჯია კლიენტთან თავდაპირველი კონტრაქტის გადახედვა. შემდეგ იმ აუცილებელი ნაბიჯების გაკეთება რაც საჭიროა კომპეტენციების გასაუმჯობესებლად.  ასეთი ქმედებებია:

ბ.1.3.1 თერაპევტმა საგულდაგულოდ უნდა გადახედოს თუ რამდენად ჯდება მის კომპეტენციებში ის  თერაპიული სამუშაო, რაც ესაჭიროება კლიენტს.  თუ თერაპევტი განსაზღვრავს , რომ კონტექსტური სფერო, მისი სტრუქტურა , საზღვრები და მიზნები, რომელიც დომინირებს ამ სფეროში, რაღაც გზით ეწინააღმდეგება ან ზღუდავს მის კომპეტენციებს აუცილებელია, რომ თავი შეიკავოს რაიმე სახის მუშაობისგან ამ სფეროში.

ბ.1.3.2 არსებულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით,  გეშტალტთერაპევტი ეძიებს  გამოცდილ კოლეგების მხარდაჭერას.

ბ.1.3.3 გეშტალტთერაპევტი ეძიებს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ სუპერვიზიას, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის სუპერვიზია ერგება უკეთ მის სიტუაციას.

ბ.1.3.4 გეშტალტთერაპევტი ქმნის ერთგვარ ქსელს სხვა პროფესიის წევრებთან და ინსტიტუტებთან (როგორიც არის კლინიკები) იმისთვის, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიყენოს შესაბამისი დიაგნოსტიკური და თერაპიული მიდგომები,კლიენტის დასახმარებლად.

ბ.1.4 გეშტალტთერაპევტი ზოგადად, იცავს საკუთარ სამუშაოს და პროფესიას ნებისმიერი ისეთი არაკვალიფიციური ქმედებისგან, პროექტისგან და პროცედურისგან (ლექცია, ინტერვიუ, ბეჭვდით მედიაში, სემინარები) რომელიც არ პასუხობს პროფესიულ სტანდარტებს.

ბ.1.5. გეშტალტთერაპევტი მიმართავს ინდივიდუალურ თერაპიას, საკუთარ თერაპიულ სამუშაო პროცესში მღელვარების, არეულობის დროს, როგორიც არის პერსონალური კრიზისი,  გადაწვის სიმპტომები/ ან ისეთი შემთხევევა როდესაც წამოიჭრება ინტიმურობის და ცდუნების საზღვრების დაცვის სირთულე.

ბ.1.6 თერაპიულ პროცესში მეთოდოლოგიური და ტექნიკური მიდგომები უნდა ემსახურებოდეს კლინეტის თერაპიულ მიზნებს და განვითარების საჭიროებებს, შეთანხმებულს კონტრაქტის მიხედვით.  გეშტალტთერაპევტმა უნდა იცოდეს რომ მოვალეობიდან ნებისმიერი გადახვევა, განსაკუთრებით ექსპრესიული და კატარული გამოვლინებები, საჭიროებს დედრამატიზაციას დეტალური და ფრთხილი მუშაობით.

ბ.1.7. გეშტალტთერაპეტი მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობს, პროფესიული ცოდნის და პერსონალური კომპეტენცების. გაუმჯობესებისთვის. გეშტალტთერაპევტი ღიაა ყველა იმ სიახლის მიმართ, რაც ამ პროცესზე ახდენს გავლენას, როგორც გეშტალტ ფსიქოთერაპიაში ასევე ფსიქოთერაპიული მეცნიერების და პრაქტიკის სხვა სფეროში, მიზანი კი  რათქმა უნდა არის კლიენტის სარგებელი.

ბ.1.8 გეშტალტთერაპევტი ინახავს კლიენტთან მუშაობის ყველა, დიაგნოსტიკურ და თერაპიულ დოკუმენტაციას, იმ პერიოდამდე, როგორც ეს დადგენილია ეროვნული წესდებით და უსაფრთხოების ზომებით.

 

ბ.2 კლიენტის და თერაპევტის ურთიერთობა

ბ.2.1 კლიენტის და თერაპევტის ურთიერთობა არის პროფესიული ურთიერთობა რომლის დროსაც კლიენტის კეთილდღეობა თერაპევტის პირველადი საზრუნავია.

ბ.2.2. გეშტალტთერაპევტი ეფექტური თერაპიისთვის, აღიარებს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას და გაცნობიერებული აქვს ძალა,  გავლენა  და დამოკიდებულების გაჩენა  რაც მოაქვს ამ სიტუაციას. თერაპევტმა უნდა იმოქმედოს ამ მანერით მუდმივად და არ უნდა გაუწიოს ექსპლუატაცია ან აიძულოს პაცინეტი ფინანსურად , სქესობრივად, ემოციურად, პოლიტიკურად ან იდეოლოგიურად საკუთარი პერსონალური უპირატესობის, საკუთარი საჭიროებების , ან ინსტიტუტის ან რომელიმე წევრის უპირატესობის მისაღწევად.

ბ.2.3 გეშტალტთერაპევტისთვის ცნობილია თუ სხვა ურთიერთობები ან გარეგანი ვალდებულებები კონფლიქტში მოდის კლიენტის ინტერესებთან, როდესაც ასეთი კონფლიქტი არსებობს , თერაპევტის პასუხისმგებლობაშია რომ ეს საკითხი გადმოიტანოს თერაპიულ ურთიერთობაში და მის გადასაჭრელად მიიღოს შესაბამისი ზომები.

ბ.2.4 თერაპიულ პროცესში ფიზიკურ კონტაქტი ექსკლუზიურად ორიენტირებულია კლიენტის კეთილდღეობაზე და საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ ზრუნვას. თერაპიულ პროცესში ფიზიკური კონტაქტის გამოყენებისთვის, უმნიშვნელოვანესია კლიენტის თანხმობა.

ბ.2.5 გეშტალტთერაპევტი აღიარებს, რომ ორმაგი ურთიერთობა, როგორიც არის თანამშრომელი, ახლო მეგობარი, ნათესავი, მეზობელი ან პარტნიორი შეუთავსებელია თერაპიულ პროცესთან.

 

ბ.3 კონფიდენციალურობა

ბ.3.1 ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა კლიენტსა და გეშტალტთერაპევტს შორის არის კონფიდენციალური და არის ქვევით , ბ 7 მუხლის საგანი.

ბ.3.2 კლიენტის პერსონალური მონაცემების, მათ შორის  ჩანიშვნების შენახვა, ექვემდებარება ქვეყნის მიერ განსაზღვრულ ლეგალურ და პროფესიულ რეგულაციას.

ბ.3.3 გეშტალტთერაპევტი ზრუნავს, რომ პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაცია არ გადავიდეს ერთმანეთის გადამფარავი კონფიდენციალური ურთიერთობის ქსელებით, როგორიც არის სუპერვიზია.

ბ.3.4 როდესაც გეშტალტთერაპევტს სურს რომ კლიენტთან მუშაობის პროცესში მიღებული სპეციფიკური ინფორმაცია გამოიყენოს ლექციისთვის ან პუბლიკაციისთვის , აუცილებელია ჰქონდეს კლიენტის თანხმობა და ამასთანავე შეინარჩუნოს სრული ანონიმურობა სახელებთან/ მონაცემებთან დაკავშირებით.

ასევე უზრუნველყოს  რომ სხვა კოლეგების მიერ არ იქნეს კლიენტი ამოცნობილი.

ბ.3.5 როდესაც გეშტალტთერაპევტს სურს გამოიყენოს შემთხვევის სპეციფიკური მასალები შემთხვევის შესწავლისთვის, ანგარიშისთვის ან პუბლიკაციისთვის, მან უნდა მიიღოს კლიენტისაგან ინფორმირებული თანხმობა და შეინარჩუნოს კლიენტის ანონიმურობა.

ბ.3.6 იმ შემთხვევაში თუ თერაპევტი იყენებს ვიდეო, ფოტო მასალას ან ჩანაწერს ან ფილმს, მას ესაჭიროება წერილობითი ნებართვის აღება კლიენტისგან ან მისი ლეგალური წარმომადგენლისგან  .

ბ.3.7 როდესაც გეშტალტთერაპევტს სურს კლიენტის შესახებ ინფორმაციის მიღება სხვა პროფესიონალის ან დაწესებულებიდან, მან უნდა დაიცვას კლიენტის უფლებები, როგორც ეს რეგულირდება ეროვნული კანონით. ეს ასევე ვრცელდება კლიენტის შესახებ წერილობითი მონაცემების მიღებაზე.

ბ.3.8. გეშტალტთერაპევტმა უნდა გაითვალისწინოს კლიენტის უფლება საკუთარ წერილობით მონაცემებთან მიმართებაში, როგორც ეს აღწერილია ეროვნულ რეგულაციაში. დისკირმინაციად ითვლება ამ დოკუმენტების გამოყენება კლიენტის მიმართ.

ბ.3.9 როდესაც საზოგადოებრივი ან კერძო დაწესებულება, როგორიცაა სასამართლო, სადაზღვეო კომპანია და ა.შ მოითხოვს მონაცემებებს კლიენტთან დაკავშირებით, თერაპევტი ეყრდნობა ეროვნულ ლეგალურ რეგულაციებს. ასე მოქცევით თერაპევტი  კლიენტთან შედის საუბარში, დისკუსიაში და მოქმდებს ისე , როგორც ეს სასარგებლოა თერაპიული პროცესისთვის.

ბ.3.10 როდესაც კლიენტი არის მცირე წლოვანი ეროვნული ლეგალური ფორმულირებით, თერაპევტი იყენებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს თერაპიულ ურთიერთობაში. გარდა ამისა, თერაპევტი ეროვნულ ლეგალურ და პროფესიულ რეგულაციას მოიყვანს ბავშვთან დაკავშირებით შესაბამისობაში თუ შეინიშნება მზრუნველობის ნაკლებობა.

 

ბ.4 კონტრაქტი კლიენტთან

ბ.4.1 ნებისმიერი კონტრაქტი დადებული გეშტალტთერაპევტსა და კლიენტს შორის აკავშირებს ორივე მხარეს, არა აქვს მნიშვნელობა ზეპირი იქნება თუ წერილობითი სახით.

ბ.4.2 გეშტალტთერაპევტი ღიაა საკუთარი კომპეტენციებთან, ექსპერტობასა და გამოცდილებასთან დაკავშირებით, როდესაც კლიენტთან განიხილავს თერაპიული კონტრაქტის დეტალებს.

ბ.4.3 გეშტალტთერაპევტი დანერგავას კლიენტის მიღების იმ პროცედურებს, რაც შეთავსებადია იმ პროცედურებთან, სადაც ის თავად აწარმოებს პრაქტიკას.

ბ.4.4 თერაპიული სესიების ჩაწერა, ფილმად გაკეთება ან დაკვირვება უნდა განხილული იქნას კლიენტთან და შესაბამისად გაფორმდეს კონქტრაქტი.

ბ.4.5 კლიენტათან წერილობითი ან ზეპირი კონტრაქტი, დაწვრილებით აღწერს ანაზღაურებას, გადახდის გრაფიკს, ადგილს, შესვენებას და სესიების გაუქმებას კლიენტის ან თერაპევტის მიერ. შესვენების, სესიის არ ჩატარების მიზეზი შესაძლოა იყოს არდადეგები, სხვა პროფესიული ვალდებულებები, ავადმყოფობა და ა.შ. თერაპიის ხანგრძლივობა , კლიენტების გადაყვანა ან დასრულება განხილული უნდა იქნას კლიენტთან და გამოძებნილი უნდა იყოს ორმხრივი ვალდებულება.

ბ.4.6 პერსონალური კრიზისის ან ფიზიკური ავადმყოფობის დრო, გეშტალტთერაპევტი  ინიშნავს სუპერვიზიას, როგორც პროფესიული ურთიერთობის აღდგენის გზას.

ბ.4.7 გეშტალტთერაპევტმა უნდა უზრუნველყოს რომ თერაპიული ურთიერთობის დროს არ ჰქონდეს ადგილი ურთიერთობას სხვა რომელიმე ადამიანთან , სხვა ადამიანის ინტერესების შეფასებას , ამ ურთიერთობაში ჩართულობის ხარისხთან მიმართებაში.

ბ.4.8 ნებისმიერი ცვლილება , რომელიც მოხდება ზემოთ ჩამოთვლილ პირობებთან დაკავშირებით, საჭიროებს საწყისი კონტრაქტის გადახედვას.

 

ბ.5. რეკლამა

რეკლამა უნდა შემოიფარგლოს ხელმისაწვდომი სერვისების და იმ ადამინიების კვალიფიკაციის აღწერით, ვინც უზრუნველყოფს მომსახურებას. რეკლამა არ უნდა მოიცავდეს მოწმობებს, რეკომენდაციებს, არამედ უბრალოდ  ჩამოაყალიბეთ განცხადება ისე რომ კარგად გამოჩნდეს , თქვენს მიერ მიწოდებული სერვისის ეფექტურობა სხვა დაწესებულებებთან, კოლეგებთან შედარებით. რეკლამა ექვემდებარება პროფესიული ორგანიზაციების ლეგალურ რეგულაციებს და ეროვნულ კოდექსს.

 

ბ.6. უსაფრთხოება

ბ.6.1 თერაპევტმა უნდა უზრუნველყოს კლიენტის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება  იმ გარემოში სადაც ტარდება თერაპიული სესია;

ბ.6.2 თერაპვტმა უნდა უზრუნველყოს თერაპიული სესიის პრივატულობა რათა ინფორმირებული თანხმობის გარეშე არ მოხდეს სესიის ჩაწერა ან დაკვირვება ვინმეს მხირდან.

ბ.6.3 გეშტალტთერაპევტმა და დაწესებულებამ უნდა უზრუნველყონ რომ მათი პროფესიული მუშაობა ადეკვატურად ანაზღაურდეს შესაბამისი დაზღვევით (როდესაც ეს ხელმისაწვდომია ქვეყანაში).

 

ბ.7 გამონაკლისი შემთხვევები

ბ.7.1 შესაძლოა იყოს შემთხვევები, როდესაც გეშტალტთერაპევტმა თავის თავზე უნდა აიღოს ქმედება, რათა დაიცვას კლიენტი ან მისი სოციალური გარემო როდესაც ის თავად ვერ ანხორციელებს თვით-კონტორლს. ასეთ შემთხვევაში კლიენტის ინფორმირებული თანხმობაა საჭირო, რომ შეიცვალოს  კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით არსებული ხელშეკრულება.

ბ.7.2 იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს არ აქვს უნარი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, გეშტალტთერაპევტი სიტუაციას ჩათვლის გამონაკლის შემთხვევად , და ის სთხოვს კლიენტს იმ პიროვნების სახელს,  ვისაც შესაძლოა მიმართონ ასეთ სიტუაციაში. ამ გარემოებაში, კონფიდენციალურობის შესახებ კონტრაქტის დარღვევა შესაძლებელია, მხოლოდ კონკრეტულ ფაქტთან მიმართებაში და იმ დრომდე ვიდრე კლიენტი გამოჯანმრთელდება რათა კვლავ აიღოს საკუთარ თავზე და საკუთარ ქმდებებზე პასუხისმგებლობა.

ბ.7.3 ინდივიდუალური და /ან კოლექტიური შემთხვევის დროს (მაგალითად: სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად, სოციალური დაავადება, ომი, ბუნებრივი კატასტროფები და ა.შ ) გეშტალტთერაპევტი ინარჩუნებს კლიენტის აუტონომიას და პროფესიულ კონფიდენციალურობას თუ გარემო პირობები აძლევს ამის საშუალებას.

ბ.7.4 გეშტალტთერაპევტი იცავს კლიენტის აუტონომიას და პროფესიულ კონფიდენციალურობას იმ შემთხვევებში, როდესაც ფსიქოთერაპიული პროცესი არის კლიენტის კარგად ყოფნასთან დაკავშირებული ფართო პროცესის ნაწილი. ეს ეხება ისეთ სიტუაციებს , როდესაც ფსიქოთერაპიული მუშაობა დაიწყო მაგალითად საავადმყოფოში, სხვა ორგანიზაციასთან , ან მცირე წლოვანთან მუშაობის დროს, ასევე სხვა ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში  გეშტალტთერაპევტი კლიენტთან და სხვა ადამიანებთან და პროფესიონალებთან, განმარტავს კონტრაქტის მახასიათებლებს საწყის ეტაპზე და მესამე მხარეს ჩართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კლიენტისგან მიიღებს თანხმობას.

 

ბ.8 თერაპევტის როლის მართვა საზოგადოებაში

ბ.8.1 კანონი. გეშტალტთერაპევტისთვის ცნობილი უნდა იყოს მის პროფესიულ მუშაობსა და პრაქტიკის წარმოებასთან დაკავშირებული მიმდინარე კანონმდებლობა. ასევე დაკვირვებით უნდა ადევნოს თვალი შესაბამის ლეგალურ დირექტივებს.

ბ.8.2 მეცნიერება. გეშტალტთერაპევტი ღია უნდა იყოს თანამშრომლობისთვის და წვლილი უნდა შექონდეს მეცნიერული შრომებით საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის, და ასევე მისი სამეცნიერო შრომები ხელმისაწვდომი უნდა იყოს თერაპევტთა საზოგადოებისთვის.

ბ.8.3 საკუთარ მეცნიერულ შრომებში , გეშტალტთერაპევტი აკვირდება იმ წესებს, რომელიც პატივსცემს მისი კოლეგების სამუშაოს და ასევე თვალყური უნდა ადევნოს ყველა პროფესიული მასალის საავტორო უფლებებს.

ბ.8.4 პასუხისმგებლობა კოლეგების და სხვების მიმართ. გეშტალტთერაპევტი ანგარიშვალდებულია თავის სამუშაოზე კოლეგებთან და დამქირავებელთან.

ბ.8.5 გეშტალტთერაპევტმა თავი უნდა შეიკავოს სახალხოდ ან კერძოდ საკუთარი სერვისების, პროფესიული ხარისხის რეკლამირებისგან.

ბ.8.6 გეშტალტთერაპევტი ითვალისწინებს პროფესიული რეგულაციის ეროვნულ წესებს და საკუთარ პრაქტიკას ხელმისაწვდომს ხდის, აბრების, ასევე გაზეთებში პრაქტიკის დაწყების შესახებ ინფორმაციის განთავსებით, სატელეფონო ცნობარებში ინფორმაციის განთავსებით და ასევე ინტერნეტის საშუალებით.

ბ.8.7 საზოგადოებას არ უნდა ეცნობოს გარკვეული სერვისის ხელმისაწვდომობის შესახებ თუ რეალურად ამ სერვისს არ სთავაზობთ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს კლიენტების დაკარგვა .

ბ.8.8 გეშტალტთერაპევტმა არ უნდა მიიღოს სხვა კოლეგების და დაწესებულების მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაცია კლიენტისგან.

ბ.8.9 გეშტალტთერაპევტი პატივსცემს სხვა კოლეგების მუშაობას და თავს იკავებს სხვა თეორიულ თუ სკოლების, კოლეგების და დაწესებულების შესახებ დისკვალიფიციური შენიშვნების გაკეთებისგან.

ბ.8.10 გეშტალტთერაპევტი არ აიღებს ისეთ დავალებას ან პროექტს, რომელშიც უკვე ჩართულია სხვა კოლეგა, განსაკუთრებით კი თუ არსებობს კონტრაქტი კლიენტსა და სხვა კოლეგას შორის. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გეშტალტთერაპევტი იწყებს დიალოგს კოლეგასთან მას შემდეგ რაც კლიენტისგან მიიღებს ინფორმირებულ თანხმობას.

ბ.8.11 გეშტალტთერაპევტი არ მიიღებს ეკომონიკურ ან პერსონალურ სარგებელს იმ შემთხვევაში თუ ის გადაამისამართებს პაციენტს სხვა კოლეგასთან ან დაწესებულებში.

ბ.8.12 თუ გეშტალტთერაპევტი გაიგებს რომ რომელიმე კოლეგის ქცევის გამო ფსიქოთერაპიას რეპუტაცია ელახება, მისი მოვალეობაა, რომ დაუპირისპირდეს ამ კოლეგას ან/პროფესიულ ასოციაციას.

ბ.8.13 საზიანო აქტივობა. გეშტალტთერაპევტი არ ჩაერთვება ისეთ ოფიციალურ ან კერძო საქმიანობაში, რამაც შესაძლოა საზიანო გავლენა მოახდინოს მის პროფესიულ რეპუტაციას და ეთიკას.

ბ.8.14 თერაპიული მუშაობის პოლიტიკური ასპექტები.  გეშტალტთერაპევტისთვის ცნობილია მისი მუშაობის სოციალური და პოლიტიკური შედეგები და ის სოციალური და პოლიტიკური ასპექტები რაც გავლენას ახდენს მის კლიენტზე.

ბ.8.15 ფსიქოთერაპიული ტრენინგი და განათლება. ფსიქოთერაპიის ამოცანაა, რომ მოხდეს ობიექტური და გასაგები მანერით, მათი ინფორმირება ვინც სწავლობს ფსიქოთერაპიის თეორიულ, მეთოდოლოგიურ და ტექნიკურ განვითარებას და განსაკუთრებით კი გეშტალტთერაპიას. 

ბ.8.16 გეშტალტის ტრენინგ ინსტიტუტებმა უნდა შეამოწმონ კანდიდატების კვალიფიკაცია, მოლოდინები, და ფსიქო-ფიზიკური თავსებადობა და უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია კურიკულუმთან და შიდა რეგულაციასთან დაკავშირებით.

ბ.8.17  გეშტალტის ტრენინგ ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ განათლების ხარისხის გარანტია, როგორც სწავლების სპეციფიკურ კომპეტენციასთან მიმართებაში ასევე სუპერვიზიასა და კურიკულუმის თანმიმდევრულობაში. ისინი უზრუნველყოფენ შიდა კონტროლს სწავლების ხარისხის შესამოწმებლად.

ბ.8.18 ურთიერთობა მასწავლებლებსა და სტუდენტებს და სასწავლებელს შორის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. სასწავლო დაწესებულება წარმოადგენს შუამავალს მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის და ამიტომ ეს ურთიერთობა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი უპირატესობისთვის. სასწავლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებლის და სტუდენტის ურთიერთობის დირექტივების გზამკვლევი და ასევე ფორუმი სადაც შესაძლებელი იქნება პრობლემების განხილვა და გადაჭრა.

ბ.8.19 პერიოდულად ინსტიტუტებმა უნდა შეამოწმონ რამდენად მიაღწია სტუდენტმა სწავლების დამაკმაყოფილებელ დონეს და ამისთვის უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე სტრუქტურა.

ბ.8.20  კლიენტ/თერაპევტის ურთიერთობის მარეგულირებელი გზამკვლევი და ეთიკის კოდექსი, და თერაპევტის როლის მართვა საზოგადოებაში თანაბრად ერგება ასევე სწავლებსა და ტრენინგებს და მასწავლებლის და სტუდენტის ურთიერთობას (კომპეტენცია, კონფიდენციალურობა, დაკავშირებული საკითხები, კონტრატირება და უსაფრთხოება).

ბ.8.21 სტუდენტის გეშტალტის სასწავლო თერაპია დაცული უნდა იყოს იმ შესაძლო არეულობით რაც შეიძლება შეიქმნას მასწავლებელი თერაპევტის როლების არევით, რომელმაც თავი უნდა შეიკავოს ოფიციალური შეფასების პროცედურებში.

ბ.8.22 ინსტიტუტი აკონტროლებს და იცავს, საკუთარი სასწავლო პერსონალის შესაბამის პერსონალურ, დიდაქტიკურ, კლინიკურ და მეცნიერულ სტანდარტებს.  პროფესიული ინფორმაციის გაცვლა მასწავლებელ თერაპევტებს შორის და მათი შემდგომი ტრენირება და განვითარება უნდა იყოს დაცული.

ბ.8.23 თუ თერაპევტი აღმოაჩენს რომ კონფლიქტში მოდის ეთიკურ პოზიციებთან და მოთხოვნებთან და არ შეუძლია გადაჭრას ეს დამოუკიდებლად ან ინტერვენციით და ზედამხედველეობით, მაშინ ის მიმართავს მის სასწავლებელში და პროფესიულ ასოციაციაში არსებულ ეთიკის კომიტეტს აუცილებელი კონსულტაციის მისაღებად.

 

ბ.9 ურთიერთობა ყოფილ კლიენტებთან

ბ.9.1 გეშტალტთერაპევტი პასუხისმგებელია ყოფილ კლიენტებთან და სტუდენტებთან ურთიერთობაზე .

 

ბ.10 საქმის აღძვრა

EAGT-ის ნებისმიერი წევრი გეშტალტთერაპევტი, რომელიც დამნაშავედ ცნეს სასამართლოში ნებისმიერი კრიმინალური დანაშაულისთვის ან მასზე განხორციელდა კლიენტის მიერ საზოგადოებრივი მოქმდება, უნდა ეცნობოს EAGT-ის საბჭოს.

bottom of page