top of page
Кавказский Институт сайт 1-2.png

საერთაშორისო სემინარი

 
მარგერიტა სპანუოლო ლობბთან
და 
ჯუზეპე სამპონიაროსთან ერთა

 
ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობა
გეშტალტთერაპიაში

3912.jpg
209509217_10219648839188627_172023939094989915_n.jpg

2021 წლის 27-30 სექტემბერი
სირაკუზა, იტალია

1.png
Снимок экрана 2021-05-22 в 13.05.25.png
2.png
Акварели Wash Прозрачный

"The Now For Next" პროგრამის ფარგლებში გეპატიჟებით სემინარზე - 'ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობა გეშტალთერაპიაში'

ძირითადი იდეები, რომლებსაც მარგჰერიტა სპანუოლო ლობბი წარადგენს ამ სემინარზე, აღწერილია მის წიგნში -

„აწმყო მომავლისთვის ფსიქოთერაპიაში. გეშტალტთერაპია პოსტმოდერნულ საზოგადოებაში“. (2013წ)

Молодая семья

ბავშვებთან მომუშავე ყველა ფსიქოლოგმა იცის, რომ დღეს მათ აწუხებთ შფოთვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურიც.

(პანიკური აშლილობა, უძილობა, შიშები, ჰიპერაქტიურობა, კონცენტრაციის გაძნელება, კვების დარღვევები), და სირთულეები ურთიერთობებში

(სოციალური იზოლაცია, ცუდი აკადემიური მოსწრება, არაეფექტურობის განცდა).

 

როგორც ჩანს, ოჯახურ ურთიერთობებში არ არის ბავშვებში დაცულობისა და მხარდაჭერის გრძნობის შექმნის შესაძლებლობა.

 

ბავშვებთან ფსიქოთერაპია ორიენტირებული უნდა იყოს ურთიერთობების დამყარებაზე.

 

ბავშვის თვითგანცდა არის აღქმა იმისა, თუ რისი შექმნა შეუძლია მას მის გარემოსა და ცხოვრებისეულ სიტუაციებში. იგი უნდა იყოს აღიარებული და მხარდაჭერილი.

 

ბავშვის ფენომენოლოგიური ველის კონტაქტების ქსელი - ფარდობითი რეალობა, რომელშიც თერაპევტიც უნდა ჩაერთოს. 

ბავშვებთან მუშაობისას გეშტალტის მიდგომის მოდელის მიხედვით  ფსიქოთერაპევტს მოეთხოვება, გაიგოს ბავშვის შემოქმედებითი მორგების თავისებურებები, ზოგჯერ ძალიან ცოცხალი და მოულოდნელი, რომელიც ვლინდება უშუალოდ ფსიქოთერაპიული სესიის დროს.

გარდა ამისა, თერაპევტმა უნდა მიიღოს მხედველობაში ბავშვის კარგად განვითარებული უნარი, მოახდინოს მისი კონტაქტის დამყარების საკმაოდ სხვადასხვა ხერხების ინტეგრირება უფროსებთან ურთიერთობის ერთიან სისტემაში.

 

გეშტალტის მიდგომის ფენომენოლოგიური, კონტექსტუალური და ესთეტიკური განზომილებები გულისხმობს ფსიქოთერაპევტის უნარს გამოიყენოს ბავშვისა და მისი აღზრდით დაკავებული უფროსის კონტაქტების სისტემაში ჩართვის საკმაოდ სათუთი და დახვეწილი ინსტრუმენტები.

 

ბავშვთა გეშტალტთერაპიის მიზანი შემდეგში მდგომარეობს - აღადგინოს ან შეინარჩუნოს ბავშვსა და ზრდასრულს შორის სიცოცხლით სავსე ურთიერთქმედების შესაძლებლობა, მიუხედავად სიტუაციების სირთულისა, რომელიც წარმოიქმნება მათ რეალურ ურთიერთქმედებაში.

ვისთვის არის ეს სემინარი?

გეშტალტთერაპევტებისთვის და სხვადასხვა მოდალობის პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის

გეშტალტ ინსტიტუტის მეორე და მესამე დონის სტუდენტებისთვის

უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური ფაკულტეტების მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებისთვის,

ასევე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

რას გთავაზობთ სემინარი?

1

მარგერიტა და ჯუზეპე გააზიარებენ პრაქტიკულ ტექნიკებს, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან აქტუალური ფსიქოთერაპიულ სიტუაციაში ბავშვებთან მუშაობისას

2

მონაწილეები ჩაატარებენ ექსპერიმენტებს ბავშვთა გეშტალტთერაპევტის კომპეტენციებზე. 

3

Акварели Wash Прозрачный

გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ინსტრუმენტები პირველადი ურთიერთობებში ურთიერთკავშირების დასაკვირვებლად.

სემინარის წამყვანები

unnamed-3.jpg

მარგჰერიტა სპანუოლო ლობბი

 

ფსიქოთერაპევტი, მკვლევარი, საერთაშორისო ტრენერი, ფილოსოფიის დოქტორი

საერთაშორისო ტრენერი, ის უძღვება პროგრამებს გეშტალტთერაპიასა და ფსიქოპათოლოგიაში, ასევე სუპერვიზორთა სასწავლო პროგრამებს მთელ მსოფლიოში.

იგი გახლავთ იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის (Instituto di Gestalt HCC Italy)  დირექტორი  (სირაკუზა, პალერმო, მილანი).

 

თავის კლინიკურ მუშაობაში, გეშტალტთერაპიის პრინციპებზე და ჰერმენევტიკურ მეთოდზე დაყრდნობით, მან შეიმუშავა სფეროზე ორიენტირებული, ფენომენოლოგიური და ესთეტიკური მიდგომა.

 

მისი წიგნი „აწმყო მომავლისთვის ფსიქოთერაპიაში. გეშტალტთერაპია პოსტმოდერნულ საზოგადოებაში“" - The Now for Next ფსიქოთერაპიაში ითარგმნა 8 ენაზე.

 

მან მიიღო ჯილდო AAGT-გან, ტორონტო, კანადა, 2018 წლის აგვისტო.

მარგჰერიტა არის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე გეშტალტთერაპევტი, ისადორე ფრომის სტუდენტი, ლორა პერლსის, ასევე ირვინისა და მირიამ პოლსტერის იდეების მიმდევარი. 

მარგჰერიტა ანვითარებს ესთეტიკისა და სილამაზის იდეებს გეშტალთერაპიაში, ასწავლის ადამიანისა და თერაპიული პროცესის ჰოლისტურ, ჰარმონიულ აღქმას და გულუხვად აზიარებს თავის გაბედულ, დამხმარე და პრაქტიკულ შეხედულებებსა და გამოცდილებას.

იგი ასევე არის 250 პუბლიკაციისა და 13 წიგნის ავტორი და რედაქტორი.
მისი ნამუშევრები "ესთეტიკური რელაციური ცოდნა" (
"Aesthetic Relational Knowledge"),  "დომენების პოლიფონიური განვითარება" ("Polyphonic Development of Domains") და "ცეკვის ნაბიჯები თერაპევტსა და კლიენტს შორის" ("Dance Steps between therapist and client") ის კონცეფციებია, რომლებსაც იგი სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით იკვლევს და ქმნის. 

 
 

209509217_10219648839188627_172023939094989915_n.jpg

უზეპე სამპონიარო

 

 გეშტალტთერაპევტი, დამთავრებული აქვს იტალიის გეშტალტის ინსტიტუტი (l'Istituto di Gestalt HCC)

 

ის მუშაობს სირაკუზაში ფსიქოლოგად პედიატრიული ფსიქოლოგიის (ASP) დარგში. 

 

დაინტერესებულია კრეატიული ტექნიკის გამოყენებით კლინიკურ ფსიქოლოგიაში; ამასთანავე ფოტოს, მუსიკისა და წერის გამოყენებით თერაპიული მიზნებისთვის. 

 

ის ასევე გახლავთ თავისუფალი ჟურნალისტი და თანამშრომლობს სხვადასხვა იტალიურ და უცხოურ გაზეთებთან. 

 

1995 წლიდან 2003 წლამდე იგი რედაქტირებდა Rai Televideo-ს ფსიქოლოგიურ რუბრიკას. 

 

ჯუზეპემ დააარსა საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ჟურნალი სახელწოდებით "Esventure Psicopedagogiche". 

 

2000 წელს მან გამოსცა რომანი "ათასი მსოფლიო" ("A Thousand Worlds"), 2007 წელს მოთხრობების კრებული "ოცდათორმეტი ექსპრომტი" ("Trentadue Improvvisi"), 2008 წელს კი ტექსტი "უთქმელის წერა: კრეატიული წერა გეშტალტ ფსიქოთერაპიაში" ("Writing the Unspeakable: Creative Writing in Gestalt Psychotherapy"). 

 

ის არის სამეცნიერო ჟურნალის "გეშტალტის დღიურები"-ს ("Quaderni di Gestalt") მთავარი რედაქტორი.

 
 

მონაწილეობის პირობები

თარიღები:

2021 წლის 27-30 სექტემბერი

მდებარეობა:

სირაკუზა, იტალია

 დრო:

ყოველდღე, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე

სამუშაო ენა:

იტალიური და რუსული (თანმიმდევრული თარგმანი)

მონაწილეობის ღირებულება:

2021 წლის 15 ივნისამდე - 700 ევრო; 
15 ივნისის შემდეგ (თუ კიდევ დარჩა ადგილები) 800 ევრო
რეგისტრაცია 100% წინასწარი გადახდით

მონაწილეების რაოდენობა

25 მონაწილემდე, აკვარიუმის გარეშე

ცალკე გადასახდელი:

ფრენა, განთავსება, კვება ადგილზე

ყურადღება
სემინარის ზონაში შესასვლელად მნიშვნელოვანია იყოთ ევროპაში ვაქცინირებული, კონკრეტულად იტალიაში აღიარებული ვაქცინებით!
სემინარი ჩატარდება არსებული ვითარების შესაბამისად, სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით

(ნიღბები, მანძილი და ა.შ.) 

bottom of page