вт, 21 мар.
|Тбилиси
ოჯახური ფსიქოთერაპიის - საერთაშორისო ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა

Время и место
21 мар., 10:00 GMT+4 – 22 мар., 18:00 GMT+4
Тбилиси, Тбилиси, Грузия
Гости
О событии
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი" აგრძელებს ოჯახური ფსიქოთერაპიის 4 წლიან დიპლომის შემდგომი განათლების, სერტიფიცირებულ კურსზე სწავლის დაწყების მსურველთა საბუთების მიღება-რეგისტრაციას.
2022-2026 სასწავლო წელი
პროგრამის ხელმძღვანელი - სოფია ვერულაშვილი
სოფია ვერულაშვილი - ფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, (EAGT-ში),ქალბატონი სოფია ვერულაშვილი გახლავთ, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტო. სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, რასელ ჰაბერი, ლარს ბროკი. მას აქვს 23 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, სუპერვიზორისა და ქოუჩის, ტრენერისა და ლექტორის. სოფია ვერულაშვილი - გეშტალთთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორიდო სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელია. მუშაობს ინდივიდუალურად, წყვილებში, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. 2000 წლიდან სოფია კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს სხვადასხვა უნივერისტეტებში. ამ მომენტისათვის ის არის ხელმძღვანელი სალექციო კურსისა, ფსიქოთერაპიუს საფუძვკებში, კომპლემენტარულ ფსიქოთერაპიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში, კითხულობს წყვილების ფსიქოთერაპიის ლექციების მაგისტრატრის სტუდენტებისათვის ფსიქოდიაგნოსტირებისა და კონსულტირების პროგრამაზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში. სოფია ორგანიზაციას ახდენს და უძღვება თერაპიულ და სასწავლო ჯგუფებს, სემინარებს ოჯახურ თერაპიასა და გეშტალტთერაპიაში, საქართველოში, ლატვიაში, თურქეთში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში.
ოჯახის ფსიქოთერაპიის პროგრამის მიზნებია:
o მონაწილეებს შორის სისტემური აზროვნების ჩამოყალიბება და არა ერთ ადამიანთან, არამედ წყვილებთან, ოჯახებთან და ურთიერთობის სხვა სისტემებთან მუშაობის უნარი;
o სისტემური ოჯახური თერაპიის სხვადასხვა მიდგომის შესწავლა;
სხვადასხვა მიდგომების კონტექსტში სისტემური ოჯახის თერაპევტის პოზიციის, სპეციალური ხედვის ჩამოყალიბება და მომზადება და მისი ზედამხედველობა;
o ოჯახურ სისტემაში წარმოქმნილ ტიპურ პრობლემებთან მუშაობის სწავლა (შვილისა და მშობლის ურთიერთობა, ღალატის ფსიქოლოგია, დანაკარგი, განქორწინების სიტუაცია და ა.შ.).
პროგრამის უნიკალურობა
o პროგრამას ხელმძღვანელობს სპეციალისტთა გუნდი აშშ-დან, პუერტო რიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მრავალწლიანი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებით, რომლებიც პრაქტიკაში ახორციელებენ სხვადასხვა CCT მიდგომებს და აქვთ კლინიკურ შემთხვევებთან მუშაობის გამოცდილება, რაც საშუალებას გვაძლევს გავხადოთ პროგრამა უფრო გაფართოებული და სრულყოფილი;
o პროგრამა საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში აითვისოთ მიდგომების, ტექნიკის, უნარების მაქსიმუმი;
o ოჯახური თერაპიის პროგრამა იძლევა ტრენინგის ფარგლებში საკუთარი ოჯახის სისტემის შესწავლის შესაძლებლობას;
o იღებთ პირადი თერაპიის გავლის გამოცდილებას სისტემური ოჯახური თერაპიის ფარგლებში.
ოჯახური თერაპიის პროგრამის დასრულების შედეგად თქვენ:
o შეძლებთ სისტემატური მიდგომის იდეის ჩამოყალიბებას, ოჯახთან, როგორც სისტემასთან მუშაობას;
o ისწავლით CCT სხვადასხვა მიდგომების ნავიგაციას;
o ისწავლეთ მუშაობას სისტემური ურთიერთობების სტრუქტურასთან და ზემოქმედების ქვეშ მყოფი სისტემების ტიპებთან;
o გამოცდილება პირადი თერაპიის და თქვენი როგორც ოჯახის ფსიქოთერფაპევტის სუპერვიზიის;
დეუფლებით ტექნიკისა და უნარების მაქსიმალურ ოდენობას;
o მიიღებთ საკუთარი ოჯახის სისტემის შესახებ ცოდნასა და მისი დამოუკიდებლად შეცვლის გამოცდილებას
სასწავლო ჯგუფმა სწავლა დაიწყო 2022 წლის 19 ნოემბერს და კვლავაც ვიმატებ არ ოჯახური ფსიქოთერაპიაში სერიფიცირებული განათლების მიღების მსურველებს
პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალებისთვის: ფსიქოლოგებისთვის, ფსიქიატრებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოკონსულტანტებისთვის,
ოჯახის ექიმებისთვის;
სოციალური მუშაკებისთვის
ოჯახური ფსიქოთერაპიის 4 წლიანი სასწავლო პროგრამა შემუშავებულია აშშ-ს, პუერტო რიკოს, ევროპის ოჯახური ფსიქოთერაპიის ექსპერტების მიერ. მათ მიერვე ხორციელდება სწავლება ინსტიტუტში. შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა აღნიშნულ ფსიქოთერაპიულ მიმართულებაში აკმაყოფილებს ევროპის ოჯახური ფსიქოთერაპიის ასოციაციის მინიმანულ სასწავლო ტრენინგ სტანდარტების ყველა კრიტერიუმს.
პროგრამის ხელმძღვანელი - სოფია ვერულაშვილი
ძირითად ტრენერთა გუნდი:
ლარს ბროკი - ნიდერლანდები;
სოფია ვერულაშვილი - საქართველო
თომას თოდდი - აშშ
ფიბი პროსკი - აშშ
ჯოელ ბერგმანი - აშშ
ოდრი ელინვუდი - აშშ
დანიელ მარტინეს-ორტიზი - პუერტო რიკო
სასწავლო პროგრამის ფარგლებში წელიწადში სამჯერ ჩატარდება 4-4 დღიანი სასწავლო ოფფლაინ სემინარი, რვაჯერ 2-2 დღიანი ონლაინ სემინარი და ერთი 5 დღიანი სემინარი(კურსის დახურვა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს.
2022 წლის ნოემბერში უკვე ჩატარდა პირვლი ოფლაინ სემინარი რომელსაც უძღვებოდნენ - ლარს ბროკი(ჰოლანდია) და სოფია ვერულაშილი(საქართველო),
17,18 დეკემბერს კი ორდღიანი სემინარი ჩატარდა რომელსაც ასევე უძღვებიან ლარს ბროკი და სოფია ვერულაშვილი.
21,22 იანვარს კი ორდღიანი სემინარი ჩარარდა რომელსაც უძღვებოდნენ თომას ტოდდი(აშშ) და სოფია ვერულაშვილი.
თემები:
"ტრადიციული ოჯახები და ოჯახის ახალი ფორმები"
ტრადიციული ერთ თაობიანი( ორი მშობლისგან შემდგარი) ოჯახი და სამი თაობის გაფართოებული ოჯახი.
განვითარების პერსპექტივები ოჯახის ფუნქციონირებაზე: ოჯახის ცხოვრების ციკლი
18,19 თებერვალს, ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე: Stepfamilies და განქორწინების ციკლი. ბავშვებთან და მოარდებთან, წყვილებთან და ოჯახებთან მუშაობა მუშაობა განქორწინების დროს. სემინარს უძღვებიდა სოფია ვერულაშვილი
სასწავლო პროგრამის ფარგლებში შემდეგი ონლაინ სემინარი ჩატარდება 21, 22 მარტს
ტრენერები:
ლარს ბროკი(ჰოლანდია)
ოდრი სმიტ ელენვუდი(აშშ)
გვაქვს ვაკანტური ადგილები და შეგვიძლია დვამატოთ სწავლის დაწყების მსურველები.
აღნიშნულ პროგრამაში სწავლის დაწყების მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ჩვენს ელ.ფოსტაზე და პირადად წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
** CV(ფოტოთი) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** სამედიცინო, სოციალურ მეცნიერებებში , ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (მინიმუმ ბაკალავრის დამადასტურებელ დიპლომთან ერთად აუცილებელია მაგისრტრატურის პირველ ან მეორე კურსზე სწავლის ცნობა დეკანატიდან);
დიპლომის შემდგომი განათლების ევროპული სტანდარიტის შესაბამისი განათლების დამადასტურებებლი დიპლომი ფსიქოთერაპიის ნებისმიერ მოდალობაში;
** 2 ცალი ფოტოსურათი ¾ ზე;
** სამოტივაციო წერილი;
ოჯახური ფსიქოთერაპიის 4 წლიანი სასწავლო პროგრამის ღირებულებაა - 8000 ევრო.
სწავლის საფასურის მეოთხედის(2000 ევრო) გადახდა ხდება ინსტიტუტში სტუდენტად მიღებისთანავე(საბუთების შემოტანის და დასტურის მიღებისთანავე), ხოლო შემდეგ 6 თვეში ერთხელ 1000 - 1000 ევროს ოდენობით ან კვრტალში ერთხელ 500/500 ევრო.
მაგისტრატურის სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ფასდაკლება!
გეშტალტთერაპევტებისთვის გათვალისწინებულია ფასდაკლება!
პროგრამის ხელმძღვანელი:
სოფია ვერულაშვილი
ინსტიტუტის გენერალური დირექტორი
მობილური: 599257972
ელ-ფოსტა: sophie.verulashvili@gmail.com; cigtfp@gmail.com
http://www.gestaltinstitute.ge